როგორ ვმართოთ სეზონური ალერგია და რა ანტიალერგიული საშუალებები შევარჩიოთ გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის | Allnews.Ge

როგორ ვმართოთ სეზონური ალერგია და რა ანტიალერგიული საშუალებები შევარჩიოთ გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის

გაზაფხული და ზაფხული წლის ყველაზე სასიამოვნო პერიოდად მიიჩნევა. მზიანი ამინდები კიდევ უფრო დადებითად აისახება ჩვენს გუნება-განწყობილებაზე და სოციალური აქტივობებიც იზრდება. ამ სეზონზე იმატებს პიკნიკები, სეირნობა, მოგზაურობა და აქტიური სოციალური ცხოვრება. თუმცა, ბევრისთვის ეს პერიოდი არა მხოლოდ სიამოვნებას, არამედ გარკვეულ დისკომფორტსაც უკავშირდება. ცემინება, ცხვირის გაჭედილობა, თვალების ქავილი და სუნთქვის გაძნელება, ეს სიმპტომები ხშირად სეზონური ალერგიის ნიშანია. ალერგია 21-ე საუკუნის თანმხლები დაავადებაა. მისი ფართო გავრცელება განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში გვხვდება. სტატისტიკური მონაცემებით, ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში მოსახლეობის 60-70%-ს ალერგია აწუხებს. საქართველოში მისი მაჩვენებელი თითქმის 40%-ია.

რა იწვევს სეზონურ ალერგიას, როგორ ამოვიცნოთ მისი სიმპტომები და რა გზებით შეგვიძლია მისი კონტროლი, სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში.

ალერგია არის ორგანიზმის გადაჭარბებული და არასწორი იმუნური პასუხი ნივთიერებაზე, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სხვებისთვის უსაფრთხოა. ასეთ ნივთიერებებს ალერგენები ეწოდებათ. იმუნური სისტემა ალერგენს საფრთხედ აღიქვამს და მის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს.

ალერგენები ჩვენს ირგვლივ თითქმის ყველგან გვხვდება: სახლში, სამუშაო გარემოში და ბუნებაში. მათ შორისაა ოთახის მტვერი, მცენარეების მტვერი, ცხოველის ბეწვი, ობის სოკო, სხვადასხვა საკვები პროდუქტი, მედიკამენტები და ქიმიური ნივთიერებები. თუმცა, სეზონური ალერგიის შემთხვევაში, მთავარი გამომწვევი ფაქტორი მცენარეების მტვერია, რომელიც გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ვრცელდება ჰაერში.

სეზონური ალერგია უმეტეს შემთხვევაში მცენარეების ყვავილობის პერიოდს ემთხვევა და სიმპტომები სხვადასხვა ინტენსივობით შეიძლება გამოვლინდეს. ყველაზე გავრცელებული ნიშნებია ცემინება, ცხვირის გაჭედილობა, წყლისებრი გამონადენი, ცხვირისა და ყელის ქავილი. ხშირად ამას ემატება თვალების სიწითლე, ქავილი, ცრემლდენა და ზოგჯერ შეშუპებაც.

ზოგიერთ შემთხვევაში ალერგია მხოლოდ ამ სიმპტომებით არ შემოიფარგლება. შესაძლოა გამოვლინდეს მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება ან კანისმიერი რეაქციები, მაგალითად: ქავილი, გამონაყარი და სიწითლე. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმპტომები ბევრისთვის „უბრალოდ სეზონურ დისკომფორტად“ აღიქმება, რეალურად მათ შეუძლიათ მნიშვნელოვნად იმოქმედონ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მუდმივი ცემინება და ცხვირის გაჭედილობა ართულებს კონცენტრაციას, ამცირებს შრომისუნარიანობას და ხშირად იწვევს დაღლილობასა და ძილის დარღვევას.

გარდა ამისა, ალერგიული რეაქციები შესაძლოა გაამწვავოს უკვე არსებული ქრონიკული მდგომარეობები, როგორიცაა ალერგიული რინიტი, ბრონქული ასთმა ან კანის ალერგიული დაავადებები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიმპტომების ამოცნობა, არამედ მათი დროული მართვაც.

ალერგიული რეაქციებისგან თავის დასაცავად სპეციალისტები ხშირად გვირჩევენ პირადი ჰიგიენის დაცვას, ქარიან ამინდში სახლში დარჩენას (განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში), ქუჩიდან სახლში შემოსვლისთანავე წყლით თვალების, ყურებისა და ცხვირის ჩამობანას, პირბადის გამოყენებას პრევენციის მიზნით. თუმცა, ყოველდღიური გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ამ წესების დაცვა არც ისე მარტივია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება ალერგიის მართვის დამხმარე და ეფექტური საშუალებები, რათა სიმპტომები ეფექტურად ვმართოთ და აქტიური ცხოვრების რიტმი შევინარჩუნოთ.

ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ცხვირის ღრუს სწორ მოვლას, რადგან სწორედ აქ გროვდება ალერგენების დიდი ნაწილი და ვითარდება ალერგიული რინიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ცხვირის ლორწოვანის მოვლა და მკურნალობა ხელს უწყობს როგორც ალერგენების შემცირებას, ისე სუნთქვის გაუმჯობესებას. ამისთვის ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს ალრგიის სამკურნალო საშუალება რენოქსი, რომელიც ალერგიის დროს სწრაფად ამცირებს ცხვირის გაჭედვას და ამარტივებს სუნთქვას, ეფექტურად ამსუბუქებს ცემინებას, ქავილსა და ცხვირიდან გამონადენს, მოქმედებს უშუალოდ ცხვირის ლორწოვანზე, ამცირებს ანთებას და ხელს უწყობს ყნოსვის აღდგენას. რენოქსი ეფექტურია როგორც სეზონური, ისე სრულწლიანი ალერგიული რინიტის დროს, ასეთ შემთხვევებში გამოიყენება რეგულარულად, ხანგრძლივად და არა მხოლოდ სიმპტომების გამოვლენისას, მისი ეფექტი შესაძლოა დაიწყოს უკვე პირველივე დღეებში. რენოქსი გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნითაც ალერგიის სეზონის დაწყებამდე 2–3 კვირით ადრე. რენოქსი არ იწვევს სისტემურ მოქმედებებს, რადგან მოქმედებს ლოკალურად -- გააჩნია მხოლოდ ადგილობრივი მოქმედება, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია 3 წლის ასაკიდან და მოზდილებში. რენოქსი გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასით და შეიცავს დაახლოებით 140 დოზას, რაც ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. ყოველთვის მიიღეთ რენოქსი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.

renoksi-marti-1-1776337702.png

იმ შემთხვევებში, როდესაც ალერგიული სიმპტომები უფრო გამოხატულია, ექიმები ხშირად გვირჩევენ ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენებას. ყოველდღიურ ცხოვრებაში, როდესაც გვაწუხებს ცემინება, ქავილი, ცხვირის გაჭედვა ან სურდო, მნიშვნელოვანია ავირჩიოთ თანამედროვე თაობის საშუალება, რომელიც ეფექტურად ამცირებს ალერგიულ რეაქციებს და გვიბრუნებს კომფორტს.

მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი თავს იკავებს ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებისგან, განსაკუთრებით სამუშაო საათებში, რადგან ძილიანობა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ გვერდით ეფექტად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, თანამედროვე პრეპარატების შერჩევა, რომლებიც მინიმალურად იწვევს სედაციას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცხოვრების აქტიური რიტმის შენარჩუნებაში.

loranex-01-1-1776337733.png

ამ მხრივ უნდა აღინიშნოს ლორანექსი (დესლორატადინი) ეფექტურობა, რომელიც გარდა იმისა, რომ სწრაფად ხსნის ალერგიულ რექციებს, ლორანექსი არ იწვევს ძილიანობას, არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე და საშუალებას გვაძლევს უსაფრთხოდ ვმართოთ ავტომობილი ან სხვა მექანიკური საშუალებები, ასევე შეუზღუდავად შევინარჩუნოთ ყოველდღიური აქტივობები. ლორანექსი სელექციურად მოქმედებს H₁ რეცეპტორებზე, კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და რაც მთავარია, საკვების მიღება მის ეფექტზე გავლენას არ ახდენს. ლორანექსი მიიღება დღეში ერთხელ ერთი წლის ასაკიდან, მისი ეფექტი დაახლოებით 30 წუთში იწყება და გრძელდება 24 საათის განმავლობაში.

sanidermi-04-1-1776337765.png

ხშირად ალერგიული რეაქციებს თან ახლავს კანის სიმშრალე, აქერცვლა, წვა, შეშუპება, ქავილი ან გამონაყარი. ეს შესაძლოა, იყოს დერმატიტის ნიშნები – კანის ანთებითი დაავადების, რომელიც გაზაფხული-ზაფხულის ალერგიების სეზონზე, ხშირად მწვავდება. ქავილით მიმდინარე კანის პრობლემები - ალერგიული დერმატიტი, ეგზემა, ქრონიკული ურტიკარია ან მწერის ნაკბენი - ხშირად რთულდება ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციით. ასეთ შემთხვევებში გარეგანი გამოყენებისთვის სანიდერმის მალამო (მოქმედი ნივთიერებები: ბეტამეტაზონი, კლოტრიმაზოლი, გენტამიცინი) იდეალური გამოსავალია: მისი შემადგენლობა ებრძვის ანთებას, ქავილსა და ინფექციას, ამშვიდებს კანს და ხელს უწყობს მის აღდგენას. სანიდერმის თხელი ფენა მსუბუქი შეზელვით დაიტანეთ კანის დაზიანებულ უბანზე და მის ირგვლივ ჯანმრთელი კანის ზედაპირზე დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. გაითვალისწინეთ, პრეპარატი არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე და ლორწოვან გარსზე.

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს. იცხოვრე ალერგიის გარეშე!

R