სამშრიანი პარკეტი - მთავარი პერსონაჟი, რომელიც თავს შინ გაგრძნობინებთ
დილაა, თვალს ახელთ… ხედავთ, რომ ფანჯრიდან მზის სხივები შემოდის - თავდაპირველად, ისინი ფარდებს, შემდეგ კი იატაკის საფარს ეფინება. ოთახი სიმშვიდით ივსება. დგებით და ფეხის გულებს მზით გამთბარ პარკეტზე დგამთ. არაფერი გაღიზიანებთ, პირიქით, დღე იდეალურად იწყება. შემდეგ მოდის შეგრძნება, რომ ყველაფერი რიგზეა - შინ ხართ.
სიმყუდროვის ამგვარი განცდა უცხო არ არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ინვესტიციას ხარისხში დებენ. სამშრიანი მუხის პარკეტი თქვენი ცხოვრების რიტმს მიჰყვება. ის „სუნთქავს“ და თქვენთან ერთად „ცხოვრობს“.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ სახლში იატაკის საფარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია. სწორედ მასში იკითხება მფლობელის გემოვნება და ინდივიდუალიზმი. ინტერიერი სხვადასხვა ელემენტებისგან შედგება - ავეჯი, კედლები, დეკორი, ტექსტილი… ყველა მათგანს იატაკი კრავს. ეს არის ერთი მთლიანობა, რომელსაც არაფერი არღვევს.
პარკეტი, როგორც მთავარი პერსონაჟი
ინტერიერის უდიდეს ნაწილს მხოლოდ ვუყურებთ, ხოლო იატაკს ვეხებით. ეს არის ზედაპირი, რომელსაც საკუთარი სხეულით ვგრძნობთ და აღვიქვამთ. სწორედ ეს აქცევს მას ცენტრალურ ფიგურად. პერსონაჟად, რომელიც თავისი ხასიათით მთელ სახლს ავსებს.
სამშრიანი პარკეტი არასოდეს ითხოვს ყურადღებას, მაგრამ მაინც ყოველთვის ყველას აღფრთოვანებას იწვევს. სწორედ მასზე დგას ყველაფერი - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
არსებობს მასალები, რომლებიც მხოლოდ ლამაზია და ისეთებიც მხოლოდ სიმტკიცეს რომ გვპირდება. ბუნებრივი ხით დამზადებული პარკეტი ორივე კომპონენტს აერთიანებს. ეს არ არის ზედაპირი, რომელიც რაღაცის ასლია. პირიქით, მუხის პარკეტის თითოეული დაფა გამორჩეულია, რადგან ძვირფასი მერქნისგანაა დამზადებული. მასში თავს იყრის დრო, ისტორია და ხასიათი. არც ერთი ხე არ არის ერთნაირი. შესაბამისად, არც პარკეტი იმეორებს ერთმანეთს. ზუსტად ამ განსხვავებებით იქმნება ის, რაც ხელოვნურ მასალაში არ არსებობს - ცოცხალი ბუნება და უნიკალურობა.
სამშრიანი პარკეტი ამის თვალსაჩინო მაგალითია. ერთ დაფაში თავმოყრილი სამი ზოლი პატარა ეკოსისტემას ქმნის, რისი საშუალებითაც ოთახში მოკორკლიმატი ყალიბდება.
პარკეტი, როგორც საცხოვრებელი სივრცის მთავარი პერსონაჟი მართლაც ისაა, რომელიც თავისი თვისებების გამო აპლოდისმენტებს იმსახურებს.
ბუნებასთან შეხება - სამშრიანი მუხის პარკეტი
ნატიფი, ზეთით დამუშავებული თუ ლაქით დაფარული მუხა თავისი გამოკვეთილი ხასიათითა და სუფთა, მუდმივად მოდური იერით ყოველთვის გამოირჩევა. ის ჰარმონიულად ერწყმის ნებისმიერი სტილის ინტერიერსა და დეკორატიულ აქსესუარებს.
მუხის პარკეტზე გადადგმული ყოველი ნაბიჯი თითქოს გაგრძნობინებთ, რომ ტყეში ხართ. რამდენიმე წამით თვალის დახუჭვაც საკმარისია, რომ ბუნებაში გადაეშვათ. იქ, სადაც სიმშვიდე, სასიამოვნო სურნელი და სიმწვანეა.
იმ სითბოსა და სიმყუდროვეს, რომელიც ოთახში მზის სხივებთან ერთად შემოდის, სამშრიანი ხის პარკეტი ინახავს. ამგვარად, თქვენს სახლში დედამიწის ენერგიას იგრძნობთ და დარწმუნდებით, თუ რამხელა ძალა აქვს სწორად შერჩეულ მასალას. იატაკის ეს საფარი ადამიანებს განტვირთვისკენ უბიძგებს.
ინტერიერში ნატურალური ხის პარკეტის გამოყენება იმის გარანტიაა, რომ თქვენი სახლი ნამდვილად უნიკალური იქნება და სტუმრები კომპლიმენტების თქმით არ დაიღლებიან. თანამედროვე სამყაროში, როდესაც ბევრი რამ ერთმანეთს ემსგავსება, იყო გამორჩეული ნამდვილად იშვიათობაა. სწორედ ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენი სიტყვა თქვათ და ბუნებრივად თვალშისაცემი იყოთ, სამშრიანი მუხის პარკეტი აირჩიეთ.
რას ნიშნავს სამშრიანი პარკეტი ყოველდღიურობაში? - მახასიათებლები
თუ რაიმეს შეიძლება ეწოდოს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ბუნებრივი ესთეტიკის საუკეთესო ნაზავი - ეს ნამდვილად არის სამშრიანი პარკეტი.
მის ერთ დაფაზე სამი ინდივიდუალური ზოლია განთავსებული. ამ სტრუქტურის გამო იატაკის საფარი უფრო მრავალფეროვანი და ბუნებრივად არათანაბარია. ასე თითქოს „მოძრავი ზედაპირი“ იქმნება, რითაც ინტერიერს ენერგია და სიღრმე ეძლევა.
მსგავსი ტიპის პარკეტი ზედა, შუა და ქვედა ფენისგან შედგება. თითოეული ნაწილი უზრუნველყოფს, რომ იატაკის საფარი კოხტა, ელეგანტური, გამძლე და თვალისმომჭრელი იყოს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სამშრიანი მუხის პარკეტი სხვადასხვა უპირატესობით სარგებლობს. მათ შორის, თავსებადია იატაკქვეშა გათბობის სისტემასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ტემპერატურულ ცვლილებებს კარგად იტანს და შეგიძლიათ თამამად დააგოთ.
მნიშვნელოვანი ნაწილია მოვლა და ჰიგიენა. გარკვეულწილად, სწორედ ამაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს შეინარჩუნებს პარკეტი თავის პირვანდელ ფორმასა და სილამაზეს. იატაკის ეს საფარი მტვერს არ იზიდავს. მის მოსავლელად საკმარისია მტვერსასრუტის გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში, მსუბუქი სველი წესით წმენდა.
საიმედო და სანდო არჩევანი
დრო თავის კვლას ყველა სახლსა თუ ნივთს ამჩნევს. თუმცა არსებობს ზოგიერთი რამ, რაც წლების შემდეგაც უცვლელი იქნება. მაგალითად, ასეთია სამშრიანი მუხის პარკეტი, რომელიც თავის ხიბლსა და უნარს - ყველა მოაჯადოოს, არ დაკარგავს. გარდა ამისა, ხარისხიანი ნატურალური მასალის არჩევით, თქვენ უზრუნველყოფთ, რომ ბაზარზე თქვენი უძრავი ქონების ღირებულება არ დაეცეს. ეს კი, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, სტაბილურობის გარანტიაა.
ხის პარკეტი თქვენთვის შეუცვლელი თანამგზავრი გახდება. სწორედ ამიტომ, ხარისხი აირჩიეთ, ყოველი დილა მშვიდად დაიწყეთ და ბუნების მაცოცხლებელი ენერგიით დაიმუხტეთ.
R