როგორ მოვიგოთ 500 000 ლარი? - “ნახევარ ლიმონში“ მაქსიმალური მოგება ნახევარი მილიონი ლარია!
ლატარიის მოყვარულთათვის მომენტალური გადასაფხეკი ლატარია “ნახევარი ლიმონი“ ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელი და მარტივი შეთავაზებაა. მას შემდეგ, რაც თბილისელმა დოდო დეღელაძემ მარჯანიშვილის მეტროსთან შეძენილი 7-ლარიანი ბილეთით ნახევარი მილიონი ლარი მოიგო, ინტერესი ამ თამაშის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. გთავაზობთ გზამკვლევს, თუ როგორ უნდა ითამაშოთ და რა პრიზები გელოდებათ მოგების შემთხვევაში.
-
როგორ ვითამაშოთ? - მარტივი ინსტრუქცია
ეს გახლავთ მომენტალური გადასაფხეკი ლატარია. მასზე რამდენიმე ველია, მათ შორის მოგებული ციფრები და თქვენი ციფრები. თუ ბილეთზე თქვენი ციფრები დაემთხვევა მოგებულ ციფრებს, მაშინ მის ქვემოთ მითითებული თანხის მფლობელი ავტომატურად გახდებით. თუ გადაფხეკისას ლიმონის სიმბოლოს იპოვით, მაშინ თქვენ ავტომატურად 500 000 ლარი მოიგეთ.
-
საპრიზო ფონდი
“ნახევარი ლიმონის“ ჯამური საპრიზო ფონდი 13 800 000 ლარს შეადგენს. ერთი მთავარი პრიზი 500 000 ლარი ცოტა ხნის წინ გათამაშდა, თუმცა გათამაშებაში კვლავ რჩება:
- 2 ერთეული 500 000 ლარიანი მოგება;
- 6 ერთეული 100 000 ლარიანი მოგება;
- მრავალრიცხოვანი მცირე ფულადი პრიზები.
ბილეთის ღირებულება 7 ლარია და მისი შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით: საქართველოს ეროვნული ლატარიის ჯიხურებში, სერვისცენტრებსა და ქსელურ მარკეტებში.
გახსოვდეთ, რომ თამაშით თქვენ ქველმოქმედებაშიც მონაწილეობთ - ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი სოციალურ პროექტებს ხმარდება.
ითამაშეთ, მოიგეთ, გამდიდრდით და აკეთეთ სიკეთე!
R