წყლის ფილტრაციის სისტემები თქვენი სახლისთვის | Allnews.Ge

წყლის ფილტრაციის სისტემები თქვენი სახლისთვის

ჩვენს ყოველდღიურობაში წყალი იმდენად ბუნებრივი მოცემულობაა, რომ იშვიათად ვფიქრობთ მის შემადგენლობასა და ხარისხზე. ამ უკანასკნელზე შეიძლება მხოლოდ მაშინ დავფიქრდეთ, თუ ჩვენი ონკანიდან მომავალი სითხის ფერი ან სპეციფიკური, ქლორის სუნი არ მოგვეწონება. თუმცა აუცილებელია გვახსოვდეს - წყალი ყოველთვის უსაფრთხო არაა.

საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა წყლის რესურსების სიუხვით. თუმცა რეალობა, რომელიც ურბანულ დასახლებებში გვხვდება, ხშირად სულაც არ არის იდეალური. მომავალ წყალს შეიძლება მოყვებოდეს ქვიშა და ჭუჭყი. ამას კი ემატება ქლორირება, რომელიც ბაქტერიებისგან კი გვიცავს, მაგრამ წყალს გემოსაც უცვლის. უხარისხო წყლის დალევამ ერთჯერადად შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი არ მოგაყენოთ, მაგრამ მისი ხანგრძლივი გამოყენება საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია.

picture11-1773916129.png

ამ საფრთხეზე საუბრისას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ორგანიზმი ერთგვარი ცოცხალი ფილტრია. ყველაფერი ის, რასაც წყლის გამწმენდი სისტემა ვერ შეაჩერებს, საბოლოოდ ჩვენს თირკმელებსა და სისხლის მიმოქცევის სისტემაში ილექება. დაგროვების შედეგი კი წლების შემდეგ ვლინდება. სწორედ ამიტომ, თანამედროვე სამყაროში საყოფაცხოვრებო ფილტრაცია აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური არჩევანი. ეს არის ერთგვარი პასუხისმგებლობა საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის წინაშე.

თუ ამ საკითხზე აქამდე არ გიფიქრიათ, დროა მას სათანადო ყურადღება დაუთმოთ. გაგაცნობთ რამდენიმე ტიპის ფილტრს, რომელიც თქვენს სახლებსა და ოფისებში შეიძლება გამოიყენოთ:

ფილტრი სურა (დოქი) - ის წარმოადგენს ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ გადაწყვეტას წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით ბინებსა და ოფისებში. ფილტრი სურა ამცირებს ქლორის და მექანიკური მინარევების შემცველობას წყალში, აქრობს არასასიამოვნო სუნსა და გემოს. შედეგად წყალი ხდება უსაფრთხო და დასალევად უფრო სასიამოვნო. მისი მთავარი უპირატესობაა გამოყენების სიმარტივე — უბრალოდ ავსებთ წყლით და განათავსებთ თქვენთვის სასურველ ადგილზე, დამატებითი მონტაჟისა და ტექნიკური ჩარევის გარეშე.

fmvnemodbint-14-1200x1200-1773916144.jpg.png

მექანიკური ფილტრები - სუფთა წყლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.წყლის ხარისხის გაუმჯობესება სწორად შერჩეული მექანიკური ფილტრაციით იწყება. ის მონტაჟდება წყლის შემომავალ მილზე და უზრუნველყოფს პირველად გაწმენდას, ეფექტურად აჩერებს ქვიშას, ჟანგს და სხვა მყარ ნაწილაკებს.

მისი მთავარი დანიშნულებაა მილგაყვანილობისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაცვა დაზიანებისა და დაგროვილი ნალექებისგან, რაც სისტემის გამართულ და ხანგრძლივ მუშაობას უზრუნველყოფს.

მექანიკური ფილტრი ქმნის საფუძველს უსაფრთხო და სტაბილური წყლის მიწოდებისთვის.

mekanikuri-piltri-1773916159.png

წყლის დამარბილებელი - წყლის ფილტრაციის პროცესში მნიშვნელოვან, თუმცა ხშირად შეუმჩნეველ როლს წყლის დამარბილებლები ასრულებენ. წყლის დამარბილებელი ფილტრი ებრძვის ხისტ წყალს, რომელიც იწვევს ნადებს, ტექნიკის დაზიანებას და წყლის გემოს გაუარესებას. ის იცავს საყოფაცხოვრებო ტექნიკას, აუმჯობესებს წყლის გემოს და უკუოსმოსის სისტემასთან ერთად გამოყენებისას, უზრუნველყოფს მაქსიმალურად სუფთა, უსაფრთხო და გემრიელი წყლის მიწოდებას.

fu1235cabcemv-06-3-1773916179.png.png

უკუოსმოსის სისტემა – სუფთა სასმელი წყლის უმაღლესი სტანდარტია. უკუოსმოსი მრავალსაფეხურიანი ფილტრაციის პრინციპით მუშაობს და წყალს მავნე მინარევებს, მარილებს, მძიმე მეტალებს, ბაქტერიებს, არასასურველ გემოსა და სუნს აშორებს.

ეს არის გადაწყვეტა მათთვის, ვინც ეძებს მაქსიმალურად სუფთა, სასმელად უსაფრთხო წყალს ყოველდღიურად.

სისტემა მონტაჟდება ნიჟარის ქვეშ და უკავშირდება ონკანს, რაც უზრუნველყოფს მუდმივ წვდომას გაფილტრულ წყალზე — პირდაპირ თქვენს სამზარეულოში.

picture1-1773916197.png

წყლის ფილტრაციის სისტემები საქართველოში ფართოდ ხელმისაწვდომია, ბაზარი მრავალფეროვანი შეთავაზებებით გამოირჩევა. კომპანია „აკვალაინი“ კი ამ მიმართულებით უკვე 20 წელია წარმატებით საქმიანობს და მომხმარებლებს სუფთა წყლის სისტემებს სთავაზობს. მისი საქმიანობა მარტივ პრინციპებს - საერთაშორისო პარტნიორებსა და უკომპრომისო ხარისხს ეფუძნება.

652288234-1508833851247288-7498040454563531583-n-1773916216.jpg

„აკვალაინის“ პარტნიორები აწარმოებენ უმაღლესი ხარისხის, სერტიფიცირებულ პროდუქციას, რაც საიმედოობას, ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადას და სტაბილურ შედეგს უზრუნველყოფს. მათ შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ავსტრიული კონცერნის BWT-ის წევრ კომპანია ECOSOFT-ს. წყალმომზადების სისტემების ევროპულ მწარმოებელს 30- წლიანი გამოცდილება აქვს. მისი პროდუქტები გამოიყენება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციულ და ინდუსტრიულ სექტორებში. ECOSOFT განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს წყლის ხარისხს, ეკოლოგიურობასა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას, რაც დასტურდება ISO9001:2009 სერტიფიკატით.

R