ერთ გადაფხეკით შეცვლილი ცხოვრება, როგორ დახარჯავს ლატარია „ნახევარ ლიმონში“ მოგებულ 500 000 ლარს იღბლიანი გამარჯვებული | Allnews.Ge

ერთ გადაფხეკით შეცვლილი ცხოვრება, როგორ დახარჯავს ლატარია „ნახევარ ლიმონში“ მოგებულ 500 000 ლარს იღბლიანი გამარჯვებული

თბილისში მცხოვრები დოდო დეღელაძე, რომელმაც მომენტალურ ლატარია „ნახევარ ლიმონში“ მაქსიმალური თანხა, 500 000 ლარი მოიგო, მოგებული თანხით ოჯახისთვის აგარაკის შეძენას აპირებს.

ქალბატონი დოდოს თქმით, ეს ამბავი მისი ოჯახისთვის დაუჯერებელი იყო და ჯერ კიდევ ეიფორიულ მდგომარეობაში იმყოფებიან. გამარჯვებული თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მას ჰყავს მეუღლე, შვილები და შვილიშვილები. მოგებული თანხით შეძენილი აგარაკი კი ოჯახისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.

მან იღბლიანი ბილეთი 11 თებერვალს სახლისკენ მიმავალმა მარჯანიშვილის მეტროში არსებულ საქართველოს ლატარიის ჯიხურში შეიძინა, გადაფხიკა და მოიგო 500 000 ლარი. მოგებული ნახევარი მილიონი ლარი მას საზეიმო ვითარებაში უკვე გადაეცა. შესაბამისად, ოცნების განხორციელება და აგარაკის შეძენა უკვე შეუძლიათ.

645418879-961349269760148-8712482267613423146-n-1773312093.jpg

მომენტალურ ლატარია „ნახევარი ლიმონის“ საპრიზო ფონდიდან, რომელიც შეადგენს 13 800 000 ლარს, დარჩენილია კიდევ ორი ერთეული 500 000 ლარიანი და ექვსი ერთეული 100 000 ლარიანი მოგება, ასევე სხვა ფულადი პრიზები. ბილეთის ღირებულებაა 7 ლარი, ხოლო მისი შეძენა შესაძლებელია ქსელურ მარკეტებში, საქართველოს ეროვნული ლატარიის ჯიხურებსა და სერვის ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

ასევე აღსანიშნავია, რომ ლატარიის მოთამაშეები ავტომატურად ხდებიან ქველმოქმედების მონაწილეები, რადგან ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი სოციალურ პროექტებს ხმარდება. ითამაშეთ ლატარია, მოიგეთ, გამდიდრდით და აკეთეთ სიკეთე.

R