აუზის მოვლის სტანდარტები და უსაფრთხოება | Allnews.Ge

აუზის მოვლის სტანდარტები და უსაფრთხოება

საქართველოში დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი სივრცეების, კომერციული აუზების განვითარება სულ უფრო დინამიკურ ხასიათს ატარებს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ ტენდენციას ფეხდაფეხ მიჰყვებოდეს წყლის მოვლის კულტურის განვითარებაც. აუზის წყლის ხარისხის მართვა ბიზნესის მდგრადობისა და მომხმარებელს ნდობის ჩამოყალიბების განუყოფელი ნაწილია. აუზის წყალი ცოცხალი გარემოა, რომელიც მუდმივ და კვალიფიციურ მოვლას საჭიროებს. ეს გადამწყვეტია როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ისე თავად ობიექტის ტექნიკური გამართულობისთვის.

ტექნოლოგიური დანადგარების დაცვა და ტესტირების ხარისხი

აუზის მოწყობა სოლიდურ ინვესტიციასთანაა დაკავშირებული, რაც ავტომატიზებულ სისტემებსა და ფილტრაციის დანადგარებს მოიცავს. თუმცა, ხშირად წყლის მოვლის კულტურის არარსებობა იწვევს იმას, რომ ძვირადღირებული, ავტომატიზებული სისტემებიც კი, არასწორი ექსპლუატაციის გამო, მწყობრიდან გამოდის. ბიზნესის მფლობელებისთვის ეს ნიშნავს პირდაპირ ფინანსურ ზარალს და წყალში გადაყრილ ხარჯებს, რადგან ტექნოლოგია აუზის წყლის მოვლის წესებს ვერ ანაცვლებს.

ამ პროცესში პირველი და უმთავრესი ეტაპი ზუსტი დიაგნოსტიკაა. კომერციულ აუზებზე მხოლოდ მარტივი, საყოფაცხოვრებო ტესტ-ჩხირებით ან წვეთოვანი ინდიკატორებით კონტროლი საკმარისი არაა. წყლის მდგომარეობის სრულყოფილი კონტროლისთვის აუცილებელია პერიოდული შემოწმება პროფესიონალური მინი-ლაბორატორიით. ასეთი ხელსაწყოები ზომავენ არა მხოლოდ ქლორსა და pH-ს, არამედ ისეთ კრიტიკულ პარამეტრებსაც, როგორიცაა კალციუმის სიხისტე, ციანურის მჟავა და საერთო ტუტეობა. ამ მონაცემების გარეშე წყლის "ქიმიური ბალანსის" შენარჩუნება და ტექნიკური დანადგარების დაზიანების პრევენცია ფაქტობრივად შეუძლებელია.

71sxjhnflzl-1772620308.jpg

მომხმარებელთა ნაკადი და ქლორამინების წარმოქმნა

წყლის მდგომარეობის შემოწმება ყოველდღიური აუცილებლობაა, განსაკუთრებით მაღალი დატვირთვის მქონე ობიექტებზე. თითოეული ადამიანი აუზში ტოვებს ორგანულ კვალს, რაც მოიცავს ოფლს, კოსმეტიკას და კანზე არსებულ ნაწილაკებს. ეს კი მომენტალურად შთანთქავს თავისუფალ ქლორს და წარმოქმნის ქლორამინებს. სწორედ ეს ნაერთები იწვევენ თვალების წვას, კანის, ყურისა და რესპირატორული სისტემის გაღიზიანებას.

დიდი შეცდომაა გავრცელებული მოსაზრება, თითქოს მკვეთრი სუნი აუზზე ქლორის სიჭარბის და შესაბამისად სისუფთავის ნიშანია. რეალურად, ეს სპეციფიკური სუნი სწორედ ქლორამინების დაგროვების შედეგია, რაც ქლორის ნაკლებობაზე მიუთითებს და არა მის მეტობაზე. სუფთა და უსაფრთხო წყალს მკვეთრი, შემაწუხებელი სუნი არ უნდა ჰქონდეს. რაც უფრო მეტია მომხმარებელი, მით უფრო სწრაფად იცვლება პარამეტრები, ამიტომ ყოველდღიური მონიტორინგი ერთადერთი გზაა დაავადებების გავრცელების რისკის მინიმუმამდე დასაყვანად.

pH ბალანსი და ხარისხიანი ქიმიკატები

წყლის სტანდარტის დაცვა წარმოუდგენელია სერტიფიცირებული ქიმიკატების გარეშე. აუზში ორი უმთავრესი პარამეტრი მუდმივად უნდა აკმაყოფილებდეს ნორმას:

pH დონე უნდა იყოს 7.0-დან 7.6-მდე - თუ pH მაღალია (ტუტე გარემო), ქლორი კარგავს თავის სადეზინფექციო ძალას. თუ დაბალია (მჟავე გარემო), წყალი ხდება აგრესიული, იწვევს კანის გაღიზიანებას და, ამავდროულად, აზიანებს აუზის ზედაპირსა და მეტალის დეტალებს.

ქლორის დონე უნდა იყოს 0.5-1.5 მგ/ - ეს არის მთავარი ბარიერი პათოგენური მიკროორგანიზმების წინააღმდეგ.

იაფფასიანი, გაურკვეველი წარმოების საშუალებები ხშირად შეიცავენ მინარევებს, რომლებიც წყალში გროვდება, აუარესებს მის ხარისხს და ვერ ასრულებს ფუნქციას სრულყოფილად. ბიზნესისთვის ეს ნიშნავს არა მხოლოდ უკმაყოფილო მომხმარებელს, არამედ დაზიანებულ ინფრასტრუქტურასაც.

5e1b923d42296afd4455493eb96cdafb-1772620344.jpg

აუზის წყლის მართვის პროცესში ხარისხის კონტროლის სპეციალიზებული კომპანიისთვის მინდობა შიდა რესურსებით მართვის ნაცვლად ერთ-ერთი ყველაზე გონივრული გადაწყვეტილებაა აუზის მფლობელის მხრიდან. როგორც წესი, სპეციალიზებული გუნდი აღჭურვილია მაღალი სიზუსტის ციფრული მინი-ლაბორატორიებით, რომელთა გამოყენებაც გამორიცხავს სუბიექტურ შეცდომებს და უზრუნველყოფს ქიმიკატების ხარჯვის ოპტიმიზაციას. ნაცვლად იმისა, რომ დამკვეთი მუდმივად ზრუნავდეს ტექნოლოგიურ გამართულობასა თუ წყლის პარამეტრების ცვლილებაზე, ის ამ საკითხს გამოცდილ ექსპერტებს ანდობს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არა მხოლოდ უსაფრთხოებას და რისკებისგან თავის დაცვას, არამედ საოპერაციო ხარჯების მნიშვნელოვან ეკონომიასაც განაპირობებს.

ხარისხიანი ქიმიკატების შერჩევა, აუზის წყლის მოვლის შესახებ სრულყოფილი სერვისისა და ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „აკვალაინში“, რომელიც უკვე 20 წელია გვთავაზობთ წყლის სრულყოფილ გადაწყვეტებს. „აკვალაინის“ სერვისის გუნდი დამკვეთს უწევს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და კონსულტაციას წყალთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

გახსოვდეთ, აუზის მოვლა კომპლექსური საკითხია, სადაც მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების, სერტიფიცირებული პროდუქტებისა და პროფესიონალური მიდგომის სინთეზითაა შესაძლებელი იდეალური შედეგის მიღწევა.

R