შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული მობილური ტელეფონი
სმარტფონის არჩევა დღეს სულაც არ არის მარტივი, მოდელების მრავალფეროვნება, განსხვავებული ფუნქციები და ფასების დიდი დიაპაზონი გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო ართულებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ტელეფონი შენს ყოველდღიურობასა და საჭიროებებს მოერგოს.
Extra.ge-ზე შეგიძლია სხვადასხვა ბრენდის მობილური ტელეფონი ონლაინ შეადარო ერთმანეთს, იპოვო ოპტიმალური ვარიანტი და მიტანის სერვისით შენს მისამართზე მიიღო. სანამ ძებნას შეუდგები, განვიხილოთ, რა კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინო მობილურის შერჩევისას.
-
როგორ ავარჩიოთ ტელეფონი ჩვენი ცხოვრების სტილის მიხედვით
სმარტფონის არჩევისას საუკეთესო დასაწყისი შენი ყოველდღიური რიტმის შეფასებაა. თუ ტელეფონს ძირითადად ზარებისთვის, მესენჯერებისთვის და სოციალურ ქსელებისთვის იყენებ, ყურადღება მიაქციე სტაბილურობას, კომფორტულ ეკრანსა და გამძლეობას. კომფორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტელეფონის დიზაინი, ვიზუალურად აუცილებლად უნდა ერგებოდეს თქვენს გემოვნებას.
თუ ტელეფონი საქმისთვის გჭირდებათ მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, დიდი მეხსიერება და სანდოობის მაღალი დონე. ამასთან, ერთდროულად სხვადასხვა საქმის გაკეთების საშუალებას უნდა გაძლევდეს ტელეფონი. სტუდენტებისთვის, კონტენტ კრეიტორებისა და გეიმერებისთვის გადამწყვეტი ხდება კამერის ხარისხი, ეკრანის რეზოლუცია და განახლების სიხშირე, მძლავრი პროცესორი და სწრაფი დატენვა. როცა ზუსტად იცი, რას ელოდები მოწყობილობისგან, სწორი არჩევანიც გაცილებით მარტივდება.
-
ტექნიკური მახასიათებლები, რომელთა იგნორირებაც არ შეიძლება
სმარტფონის შერჩევისას ტექნიკური მონაცემები პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. პროცესორი და ოპერატიული მეხსიერება (RAM) განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად იმუშავებს ტელეფონი: უფრო მაღალი მაჩვენებლები ნიშნავს, რომ აპლიკაციებს შორის გადაადგილება და მულტითასქინგი შეუმჩნევლად მოხდება. შიდა მეხსიერება (ROM) კი ის სივრცეა, სადაც შეინახავ ფოტოებს, ვიდეოებსა და ფაილებს – თუ ბევრ ფოტოს იღებ, უკეთესია მეტი ტევადობა.
კამერის შემთხვევაში არ არის გადამწყვეტი მხოლოდ მეგაპიქსელები, ყურადღება მიაქციე კამერის რეჟიმებს, სტაბილიზაციასა და ღამით გადაღების ხარისხს.
ეკრანის ზომა და ხარისხი უნდა იყოს თვალისთვის კომფორტული, ხოლო ელემენტის მოცულობა და სწრაფი დატენვის საშუალება – ყოველდღიურობაზე მორგებული. ბოლოს, აირჩიე ოპერაციული სისტემა (Android თუ iOS) შენს ჩვევებსა და კომფორტზე დაყრდნობით, მთავარი ისაა, რომ რეალურად გაგიმარტივოს ცხოვრება.
-
ბიუჯეტი, ბრენდი და გარანტია
ტელეფონის შერჩევისას მნიშვნელოვანია, ფასი და შესაძლებლობები რეალურად დააბალანსო. ყოველთვის არაა აუცილებელი პრემიუმ ხარისხის ტელეფონი, საშუალო კლასის სმარტფონებიც ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ფასად ხშირად გვთავაზობს ძლიერ კამერას, კარგ ეკრანსა და სტაბილურ მუშაობას. ბრენდის არჩევისას გაითვალისწინე მისი სანდოობა, პროგრამული განახლებები და სერვისცენტრების ხელმისაწვდომობა. ასევე არსებითია გარანტია, რომელიც გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან გიცავს და მომხმარებელს მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევს. როცა ამ სამ ფაქტორს ერთად შეაფასებ, საბოლოო არჩევანიც გაცილებით გააზრებული გამოვა.
-
შეჯამება
ტელეფონის სწორად ასარჩევად აუცილებელია შენი საჭიროებები და ცხოვრების სტილი გაითვალისწინო. წინასწარ განსაზღვრე შენი პრიორიტეტები, რას ანიჭებ უპირატესობას (კამერა, მუშაობის სიჩქაარემ ეჯრანი, ელემენტი თუ ბიუჯეტი) და სასურველი მოდელები ერთმანეთს შეადარე. როცა ტექნიკურ მახასიათებლებს, ბრენდს და გარანტიასაც გაითვალისწინებ, საბოლოოდ ისეთ ტელეფონს შეარჩევ, რომელიც გრძელვადიანად მოგემსახურება და ყოველდღიურობას რეალურად გაგიმარტივებს.
R