Med Award - ქვეყნის მთავარი სამედიცინო დაჯილდოება 21 თებერვალს გაიმართება | Allnews.Ge

Med Award - ქვეყნის მთავარი სამედიცინო დაჯილდოება 21 თებერვალს გაიმართება

თბილისში წლის მთავარი სამედიცინო ღონისძიება - „Med Award“, რიგით მესამედ, 2026 წლის 21 თებერვალს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება.

დაჯილდოების ოფიციალური გალა ცერემონია ერთ სივრცეში გააერთიანებს ქვეყნის წამყვან სამედიცინო კლინიკებს, ავტორიტეტულ ექიმებს, ჯანდაცვის სექტორის პროფესიონალებსა და დარგის ლიდერებს.

„Med Award“ წლის შემაჯამებელი სამედიცინო დაჯილდოებაა, რომლის მთავარი მიზანია ჯანდაცვის სფეროში მაღალი ხარისხის, პროფესიონალიზმისა და ეთიკური სტანდარტების წარმოჩენა, წარმატებული სამედიცინო სერვისებისა და ინოვაციური პრაქტიკების პოპულარიზაცია და საზოგადოებაში ჯანდაცვის სისტემის როლის ხაზგასმა.

დაჯილდოება საზოგადოებრივი გამოკითხვის საფუძველზე ტარდება, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ სანდოობასა და ღირებულებას ანიჭებს.

ხმის მიცემის პროცესი 13 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულები 21 თებერვალს, ოფიციალურ გალა ცერემონიაზე გამოვლინდებიან.

ნომინაციები განთავსებულია ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე: www.medaward.ge, ხოლო ხმის მიცემა შესაძლებელია თითოეული ნომინანტისთვის მინიჭებულ უნიკალურ ნომერზე დარეკვით.

ნომინაციებში ის სამედიცინო დაწესებულებები და ექიმები გაიმარჯვებენ, რომლებიც საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტ ხმას მიიღებენ.

med-2-1770622914.jpg

ხმის მიცემის პროცესი სრულად გამჭვირვალეა, რაც შედეგების ობიექტურობასა და საზოგადოების ნდობას უზრუნველყოფს.

სამედიცინო დაჯილდოება „Med Award“ პლატფორმა „Georgian Awards“-ის ორგანიზებით ტარდება და მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

Georgian Awards მულტიპროფილური პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მედიცინაში, ბიზნესში, ტურიზმსა და კულტურაში აჯილდოებს პროფესიონალებსა და ორგანიზაციებს, რითიც ხელს უწყობს მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას, წარმატებული მაგალითების გაზიარებასა და საზოგადოების ნდობის გაძლიერებას.

„Med Award“, როგორც Georgian Awards-ის ერთ-ერთი წამყვანი დაჯილდოება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანდაცვის სფეროში მიღწევების შეფასებასა და საუკეთესო პრაქტიკების პოპულარიზაციაში, და ყოველწლიურად, ჯანდაცვის დარგის პროფესიონალებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცევა.

R