“მაქრო სითი თბილისი” - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი მაღალი საინვესტიციო პოტენციალით
უძრავ ქონებაში წარმატებული ინვესტირება რამდენიმე ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა შორის მდებარეობა, ინფრასტრუქტურა და დეველოპერის გამოცდილება უმთავრესია. ,,მაქრო სითი თბილისი” ნოე რამიშვილის ქუჩაზე მდებარე მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსია და ის ზედმიწევნით ერგება იმ მოთხოვნებს, რაც დღეს უძრავი ქონების ბაზარზე არსებობს.
პროექტი მასშტაბურია და 100 000 კვ.მ ფართობს მოიცავს. აქ საცხოვრებელი ბინები, კომერციული ობიექტები და საოფისე ფართები ერთ სივრცეშია გადანაწილებული. ასეთი კონცეფცია ინვესტორს საშუალებას აძლევს, განიხილოს შემოსავლის მიღების სხვადასხვა გზა, ბინა გრძელვადიანად გააქირაოს ან პროექტის დასრულების შემდგომ ქონება გაყიდოს.
საცხოვრებელი კომპლექსი გამორჩეულია მდებარეობით. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ, მეტროსადგურთან ახლოს შენდება. აქედან მარტივად არის შესაძლებელი აეროპორტში, სავაჭრო ცენტრ ,,ისთ ფოინთში” და ქალაქის ცენტრალურ უბნებში მოხვედრა. სატრანსპორტო კვანძებთან სიახლოვე და უბნის განვითარებული ინფრასტრუქტურა დადებითად აისახება უძრავი ქონების საინვესტიციო მხარეზე.
,,მაქრო სითი თბილისის” კონცეფციის შემუშავებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა რეკრეაციულ ზონებს. კომპლექსის ტერიტორიის თითქმის ნახევარი, კერძოდ 45 169 კვ.მ გამწვანებულ და მოსასვენებელ სივრცეებს ეთმობა. პროექტი მოიცავს ოთხ საცურაო აუზს, ჩოგბურთის სამ კორტსა და კალათბურთის ორ მოედანს. ეზოში დაგეგმილია სარბენი და ველობილიკების, საბავშვო ბაღისა და სათამაშო მოედნების მოწყობა.
საცხოვრებელი სივრცის გარდა, კომპლექსში იარსებებს კომერციული და საოფისე ფართებიც. ისინი ისე განლაგდება, რომ ხელმისაწვდომი იქნება როგორც მაცხოვრებლებისთვის, ისე სტუმრებისთვის. თუკი ინფრასტრუქტურის ეს ნაწილი ბიზნეს პერსპექტივიდან შეფასდება, ნათელი გახდება, რომ საცხოვრებელი და საქმიანი ზონების ერთ სივრცეში არსებობა უძრავი ქონების ღირებულების ზრდას შეუწყობს ხელს.
,,მაქრო სითი თბილისი”, როგორც საინვესტიციო პროექტი, გამორჩეულია იმითაც, რომ იქნება პირველი პროექტი დედაქალაქში, რომლის ტერიტორიაზეც შვეიცარიული ბრენდის, Mövenpick-ის სასტუმრო განთავსდება. Accor Group-ის წევრი ბრენდის შემოსვლა ინვესტორებისთვის ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ფლობდნენ სასტუმროს ტიპის აპარტამენტს საერთაშორისო სტანდარტის სივრცეში.
საცხოვრებელი ფართები გამორჩეულია გეგმარებითაც. პროექტში ბინების მინიმალური ფართობი 48 კვ.მ-დან იწყება და დაინტერესებულ პირებს 2, 3 ან 4 საძინებლიანი უძრავი ქონების შეძენა შეუძლიათ. სტანდარტული პროექტების გარდა, შემოთავაზებულია აპარტამენტები ტერასით ან საკუთარი პატარა ეზოთი.
მშენებლობის პირველი ფაზა 2028 წლის ივნისში სრულდება. ბინები მფლობელებს სრული რემონტით ჩაჰბარდებათ, რაც გულისხმობს შეღებილ კედლებს, დაგებულ ლამინატს, იატაკის გათბობას, ჩაშენებულ სამზარეულოს ტექნიკასა და სრულად მოწყობილ აბაზანას.
ინვესტიციის მომგებიანობის გასაზრდელად და უძრავი ქონების ხელსაყრელ ფასად შესაძენად ახლა საუკეთესო დროა, რადგან „მაქრო დეველოპმენტმა“ სპეციალური საახალწლო შეთავაზებები დაიწყო. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი პირობა: ღირებულების ერთიანად გადახდისას მიიღოს 20%-იანი ფასდაკლება, ან შეიძინოს ბინა პირველადი შენატანის გარეშე.
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფისს ან დარეკოთ საკონტაქტო ნომერზე.
R