როგორ შევარჩიო იდეალური ნაძვის ხე: ექსპერტთა რჩევები
იდეალური ნაძვის ხის არჩევა, ერთი შეხედვით, თითქოს, მარტივია, მაგრამ რეალურად, დეტალების ცოდნა დიდ განსხვავებას ქმნის. ყველა ადამიანს უნდა გამორჩეული, ეფექტური ნაძვის ხის ყიდვა, რომელიც სახლში განსაკუთრებულ ენერგიას შემოიტანს.
იმისთვის, რომ ზუსტად იცოდე, რაზე გაამახვილო ყურადღება, ამ სტატიაში ერთად გადავავლოთ თვალი ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმებს.
გაითვალისწინე ნაძვის ხის ზომა
ნაძვის ხის ყიდვამდე, სასურველია, წინასწარ გაზომო ოთახის სიმაღლე და სიგანე, რათა ნაძვის ხემ სივრცე არ გადაავსოს.
- მაღალ ჭერიან სახლშიც კი, ზედმეტად მაღალი ნაძვის ხე, შეიძლება, მოუხერხებელი აღმოჩნდეს.
- წინასწარ განსაზღვრული ზომა დაგეხმარება დეკორაციების სწორად განაწილებაშიც.
როგორი უნდა იყოს ნაძვის ხის მასალა
ნაძვის ხის მასალის არჩევაც, არანაკლებ, მნიშვნელოვანია. შეგიძლია აირჩიო ნატურალური ან ხელოვნური ნაძვის ხე - ორივეს აქვს თავისი უპირატესობა:
- ნატურალურ ნაძვის ხეებს საოცარი სურნელი აქვს
- ხელოვნური ნაძვის ხეები კი მრავალწლიანი და პრაქტიკული ვარიანტია.
ნაძვის ხის ფერები და სტილი
ნაძვის ხის შერჩევისას, ასევე, აუცილებლად უნდა იფიქრო სტილზეც. დღეს პოპულარულია როგორც კლასიკური მწვანე ნაძვის ხეები, ისე დათოვლილი, გირჩებით და კენკრით გაფორმებული, ნაძვის ხეები განათებით ან უბრალოდ მინიმალისტური დიზაინის მქონე ვარიანტები.
მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციო ასაწყობი მექანიზმის სიმარტივეს და უსაფრთხოების სტანდარტებსაც.
- ნაძვის ხის განათება და დეკორაციები
ეფექტური ნაძვის ხე განათების გარეშე წამოუდგენელია. თუ სიმარტივეს ეძებ, შეგიძლია შეიძინო უკვე განათებული ნაძვის ხე - ეს დროს და ენერგიას დაგიზოგავს. ასეთ მოდელებში განათება თანაბრად არის განაწილებული და ხეც გაცილებით ეფექტურად გამოიყურება.
დეკორაციებთან თავსებადობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
- თუ უკვე გაქვს მინის, მეტალის ან ტექსტილის დეკორაციები, ჯობს, ისეთი ნაძვის ხე შეარჩიო, რომელიც მათ ვიზუალურად უკეთ შეესაბამება.
- ნაძვის ხის ზოგიერთ მოდელს ტოტები უფრო მკვრივი აქვს, რაც მძიმე სათამაშოების დაკიდებას ამარტივებს.
და ბოლოს, რა თქმა უნდა, ნაძვის ხის ფასი და ხარისხი ყოველთვის უნდა იყოს ბალანსში. ხარისხიან, გამძლე მოდელში ცოტა მეტის გადახდა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იქნება.
გააკეთე სწორი არჩევანი და შეარჩიე ნაძვის ხე რომელიც არა მხოლოდ წელს, არამედ მომდევნო წლებშიც შენს სახლში ყოველთვის სასიამოვნო საახალწლო ატმოსფეროს შექმნის.
R