18 ნოემბერს, "მკურნალი Community" - სა და "Medical Park"- ის ერთობლივ გამორჩეულ საღამოს "რიგი აუდიტორიამ" უმასპინძლა | Allnews.Ge

18 ნოემბერს, "მკურნალი Community" - სა და "Medical Park"- ის ერთობლივ გამორჩეულ საღამოს "რიგი აუდიტორიამ" უმასპინძლა

18 ნო­ემ­ბერს, "მკურ­ნა­ლი Community" - სა და "Medical Park"- ის ერ­თობ­ლივ გა­მორ­ჩე­ულ სა­ღა­მოს "რიგი აუ­დი­ტო­რი­ამ" უმას­პინ­ძლა, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, კლი­ნი­კე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბი და სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ.„მკურ­ნა­ლი Community“ უკვე 24 წე­ლია ქმნის სივ­რცეს, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის. „მკურ­ნა­ლის“ ახა­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ნო­მე­რი ეძღვნე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო მე­ნე­ჯმენტს - იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მარ­თა­ვენ პრო­ცესს, ქმნი­ან გა­რე­მოს, სა­დაც ექი­მი და პა­ცი­ენ­ტი ერ­თმა­ნეთს ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რად ხვდე­ბი­ან. დღეს უკვე დროა ვიც­ნობ­დეთ მათ, ვის გა­მოც სის­ტე­მა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს გა­მარ­თუ­ლად.

statiashi-chasadebi-shewebebuli-surati-1763642227.jpg

ღო­ნის­ძი­ე­ბა გახ­სნეს თამ­თა ასა­თი­ან­მა და თიკა ფა­ცა­ცი­ამ. ოჯა­ხის მკურ­ნა­ლის“ ახა­ლი ნომ­რის ყდა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია დაკო ნე­სუ­აშ­ვი­ლი - სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლის „Medical Park“-ის ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დი­რექ­ტო­რი. მისი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ექი­მის პრო­ფე­სი­უ­ლი გზა გა­და­ი­ზარ­დოს სის­ტე­მურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში, მე­ნე­ჯმენ­ტურ ხედ­ვა­ში და რე­ა­ლურ პროგ­რეს­ში ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში.

image00005-1763642259.jpeg

1-1763642348.jpg

2-1763642369.jpg

image00019-1763642392.jpeg

სა­ღა­მოს ფარ­გლებ­ში სცე­ნი­დან სტუმ­რებს სი­ტყვით მი­მარ­თეს:

  • სო­ფიო ას­პა­ნი­ძე- კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი.
  • პრო­ფე­სო­რი ნინო მუ­სე­რი­ძე- ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი.

ორი­ვე სპი­კერ­მა სტუმ­რებს გა­უ­ზი­ა­რა პრაქ­ტი­კუ­ლი ხედ­ვა იმა­ზე, თუ რო­გორ მოქ­მე­დებს ეფექ­ტუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტი კლი­ნი­კის ზრდა­ზე, პა­ცი­ენტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის ხა­რისხზე, ექი­მე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე და სის­ტე­მის გა­მარ­თუ­ლო­ბა­ზე.

ღო­ნის­ძი­ე­ბა ასე­ვე მო­ი­ცავ­და ფურ­შეტ­სა და სა­ზე­ი­მო გა­თა­მა­შე­ბას. მთა­ვა­რი პრი­ზი - სრუ­ლი ჩე­ქა­ფის პა­კე­ტი სტამ­ბო­ლის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში Medical Park (მგზავ­რო­ბით, სას­ტუმ­რო­ში გან­თავ­სე­ბით, კვლე­ვე­ბი­თა და პი­რა­დი ასის­ტენ­ტით) - სტუმ­რებს თა­ვად დაკო ნე­სუ­აშ­ვილ­მა გა­დას­ცა. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბი და­ა­წე­სეს სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­მა „ავერ­სი“, „იმ­პექ­სი“, „პსპ“, ასე­ვე ბრენ­დებ­მა „ბი­ოქ­სი­ნი“, და „Uriage“.

R