შემოდგომა კახეთში: განტვირთვის სეზონი იწყება | Allnews.Ge

შემოდგომა კახეთში: განტვირთვის სეზონი იწყება

შემოდგომა კახეთში გამორჩეული სეზონია - ეს არის დრო, როცა ვენახები ოქროსფრად ბრწყინავს, ჰაერში ყურძნისა და ღვინის არომატი ტრიალებს, მზის სხივები კი ალაზნის ველს ეფინება. ხმაურიანი ზაფხულის შემდეგ კახეთი თითქოს თავის ჩვეულ რიტმს უბრუნდება, რის გამოც სექტემბრიდან ნოემბრის ბოლომდე რეგიონი იდეალურ თავშესაფრად იქცევა მათთვის, ვისაც სურს გაერიდოს ქალაქის დატვირთულ ტემპს და მშვიდ გარემოში ახალი ენერგიით დაიმუხტოს.

ამ პერიოდში კახეთი სტუმრებს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს - სოფლის ეზოებში რთველის ტრადიციები ცოცხლდება, მარნები ღვინით ივსება, ხოლო ადგილობრივი სამზარეულო, თავისი ღრმა, ავთენტური გემოებით, რეგიონის კულტურაზე საკმაოდ ბევრს ჰყვება.

კახეთის საშემოდგომო მარშრუტი: ადგილები, რომლებსაც უნდა ესტუმროთ

როცა შემოდგომის სურნელით გაჯერებული ჰაერი, ღვინის თბილი გემო და სიმშვიდე უკვე ყოველდღიურობაში შემოდის, დროა, გზა გაიკვლიო იმ ადგილებისკენ, რომლებიც შემოდგომაზე განსაკუთრებულად შთამბეჭდავია. ეს მარშრუტი არ არის მხოლოდ ტურისტული რუკა, ესაა ემოციური მოგზაურობა, სადაც ყოველი გაჩერება ქვეყნის ისტორიას მოგვითხრობს.

ყვარელი - მოგზაურობის არაჩვეულებრივი დასაწყისი შეიძლება იყოს ყვარლის ტბა, რომლის ირგვლივაც გაშლილი ბილიკები იდეალურია მსუბუქი სეირნობისთვის ან ველოსიპედით გასეირნებისთვის.

გრემის მონასტერი და ნეკრესის კომპლექსი - შუა საუკუნეების არქიტექტურული ნიმუშები, რომელთაგანაც გრემის ციხე-სიმაგრე კახეთის სამეფოს დიდებას გვახსენებს, ხოლო ნეკრესის კომპლექსი, ალაზნის ველის თვალწარმტაცი ხედებით, შემოდგომის ოქროსფერ პალიტრაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

სეზონური კერძები და ღვინო: კახეთის კულინარიული გამოცდილება

შემოდგომა კახეთში რთველის პერიოდია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონის სამზარეულო ამ დროს განსაკუთრებით მდიდარია და რესტორნები სეზონურ კერძებს, ადგილობრივი პროდუქტებით ამზადებენ.

ამ პერიოდში კახურ სუფრაზე აუცილებლად დაგხვდებათ მწვადი, რომელსაც თითქმის ყოველთვის თან ახლავს თონეში გამომცხვარი პური და გუდის ყველი. გარდა ამისა, შემოდგომის კახეთში ტკბილეულიც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია: ჩურჩხელა და თათარა - ყურძნის წვენითა და თხილით დამზადებული ტრადიციული დესერტები, რთველის სეზონის შეუცვლელი სიმბოლოა - ისევე როგორც ღვინო, ხშირად რქაწითელი ან საფერავი - რომელიც სხვა კერძებთან ერთად, ნამდვილ კულინარიულ გამოცდილებას ქმნის.

801bebc8-3eae-4c5e-849c-e247ba15e36d-1762501757.jfif

ყვარლის ტბის რეზორტი - იდეალური ადგილი დასვენებისთვის

თუ მოგზაურობის მიზანი ბუნების წიაღში სრული განტვირთვაა, ყვარლის ტბის რეზორტი შემოდგომაზე ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ტბის სანაპიროზე განთავსებული რეზორტი აერთიანებს თანამედროვე, პრემიუმ სერვისებსა და კახეთის ბუნების ავთენტურ სილამაზეს, რაც მას წლის ნებისმიერ დროს ყველა სხვა სასტუმროსგან გამოარჩევს.

სტუმრებს აქ შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ დასვენების საკუთარი რიტმი, ისეირნონ წყლის ან ხმელეთის ველოსიპედებით, დაათვალიერონ შთამბეჭდავი ბუნება გარშემო ან უბრალოდ მოკალათდნენ ტერასაზე და დატკბნენ შემოდგომის ოქროსფერი პეიზაჟებით.

რეზორტის რესტორნები დამსვენებლებს როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე სამზარეულოს სთავაზობს, ხოლო ღია ტერასებიდან გაშლილი ტბისა და მთების პანორამა თითოეულ საუზმეს, სადილსა თუ ვახშამს უნიკალურ, დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.

ყვარლის ტბის რეზორტი იდეალურია როგორც წყვილებისთვის, ისე ოჯახებისთვის, რომელთაც დროის კომფორტულად და ნაყოფიერად გატარება სურთ. და რადგან შემოდგომა კახეთში განსაკუთრებული სეზონია, მთელი ნოემბრის განმავლობაში, ყვარლის ტბის სასტუმრო სტუმრებს განსაკუთრებულ შემოთავაზებას სთავაზობს: ორი ღამის დაჯავშნის შემთხვევაში, ევროპულ შენობაში 1 ღამე - 350 ლარი, ხოლო ქართულ შენობაში - 300 ლარი ეღირება.

ასე რომ, დაგეგმეთ თქვენი საშემოდგომო თავგადასავალი დღესვე, ისარგებლეთ ნოემბრის სპეციალური შეთავაზებით და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები ყვარლის ტბის რეზორტზე - იქ, სადაც ყოველი წუთი ძვირფას მოგონებად იქცევა.

მოგვწერეთ, დაგვირეკეთ და ყველაფერს დეტალურად აგიხსნით +995 577 110715 | 032 2 305 090 ან reservations@kvarelilake.ge

R