ყველაფერი, რაც არისტონის შესახებ უნდა იცოდე | Allnews.Ge

ყველაფერი, რაც არისტონის შესახებ უნდა იცოდე

როდესაც საქმე ცენტრალური გათბობის სისტემებს ეხება, Ariston-ის გათბობის ქვაბი ევროპაში და არამხოლოდ, ერთ-ერთი ყველაზე სანდო ბრენდია. არისტონი ცნობილია თავისი ეფექტიანი მუშაობით, ინოვაციური ინჟინერიითა და იტალიური ელეგანტური დიზაინით, რასაც საბოლოოდ, პრაქტიკულობა აგვირგვინებს. იქედან გამომდინარე, რომ არისტონის პროდუქციის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება, გადავწყვიტეთ, მის შესახებ ყველა ის საჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომელიც თუ გათბობის ქვაბის შეძენას ახლო მომავალში აპირებთ, გადაწყვეტილების თავდაჯერებულად მიღებაში დაგეხმარებათ. მაშ, ასე:

Ariston-ის შესახებ

Ariston არის Ariston Group-ის ნაწილი, რომელიც წყლის გათბობისა და ცენტრალური გათბობის სისტემების ლიდერი ბრენდია და რომელსაც ზურგს ათწლეულების განმავლობაში დარგოვილი გამოცდილება უმაგრებს. იტალიაში დაფუძნებული Ariston-ი, თავისი განვლილი გზის შედეგად, საიმედოობის, მდგრადობისა და კომფორტულობის სინონიმი გახდა. დღეს, კომპანია პროდუქციის ფართო სპექტრს აწარმოებს, მათ შორის, წყლის გამაცხელებლებს, განახლებადი ენერგიის მიღების/მოპოვებისა თუ გამოყენების საშუალებებს და, რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის გათბობის ქვაბებს.

Ariston-ს, სხვა ბრენდებისგან ბევრი რამ განასხვავებს, თუმცა გამორჩეულად აღსანიშნავია ენერგოეფექტურობა, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება და დახვეწილი დიზაინი, რაც თანაბრად აკმაყოფილებს იმ ადამიანების მოთხოვნებსაც, რომლებიც ტექნიკურ მახასიათებლებს ანიჭებენ უპირატესობას და მათაც, ვისთვისაც ვიზუალური მხარეც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

Ariston-ის ქვაბების კლასიფიკაცია

Ariston ქვაბის რამდენიმე ტიპს აწარმოებს, რათა ნებისმიერი ოჯახის საჭიროებებისა და სურვილების დააკმაყოფილება შეძლოს. მაგალითად, ძალიან ხშირად შეხვდებით შემდეგ მოდელებს:

1. კომბინირებული გათბობის ქვაბი

კომბინირებული ქვაბები (Combi Boilers) როგორც სახლის ცენტრალურ გათბობას, ასევე ცხელი წყლის ქვაბის მეშვეობით წარმოქმნასა და მიწოდებას უზრუნველყოფს. იგი საუკეთესო არჩევანია მცირე და საშუალო ზომის სახლებისთვის. ამ ტიპის დანადგარის უპირატესობაა, რომ ცალკე ცხელი წყლის ცილინდრის ან ავზის შეძენა საჭირო არ არის.

2. სისტემური გათბობის ქვაბი

სისტემურ ქვაბები (System Boilers) ცხელი წყლის ცილინდრს საჭიროებენ, თუმცა არ სჭირდებათ ცივი წყლის ავზი. მსგავსი მოწყობილობა იდეალურია საშუალო და დიდი ზომის სახლებისთვის, სადაც რამდენიმე სველი წერტილი გვხვდება, ვინაიდან სისტემური ქვაბი ცხელის წყლის ერთდროულ მიწოდებას რამდენიმე შემრევში უპრობლემოდ უზრუნველყოფს.

3. კონვენციური გათბობის ქვაბი

კონვენციური გათბობის ქვაბი (Regular or Conventional Boiler) კი როგორც ცილინდს, ასევე წყლის ავზსაც საჭიეოებს. მსგავსი მოდელები განსაკუთრებით პრაქტიკულია ისეთი სახლებისთვის, სადაც გათბობის ძველი სისტემები ან/და ცხელ წყალზე სტანდარტულზე დიდი მოთხოვნაა. მსგავს გათბობის ქვაბს ცხელი წყლის მიწოდება ერთდროულად რამდენიმე სადინარისთვის შეუძლია და იგი თავსებადია ტრადიციული ტიპის რადიატორებთან.

სწორედ არჩევანის მრავალფეროვნების წყალობით, Ariston-ს შეუძლია, რომ ქალაქის ბინიდან დაწყებული, დიდი სააგარაკე სახლებით დამთავრებული, ნებისმიერი ტიპის სივრცისა და ოჯახის მოთხოვნებს მოერგოს.

Ariston-ის ქვაბების ძირითადი მახასიათებლები

  • უახლესი ტექნოლოგია

Ariston-ი არის ბრენდი, რომელსაც სრულად აქვს გათავისებული ტექნოლოგიასა და ინოვაციებში ინვესტირების მნიშვნელობა. სწორედ ამის წყალბოთ, მათი ქვაბები აღჭურვილია ისეთი ფუნქციებით, რომლებიც შექმნილია მაქსიმალური ეფექტიანობისა და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების მისაღებად.

ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ კონკრეტული მოდელები ჭკვიანი სახლის ფუნქციებითაც გამოირჩევიან, ზოგიერთ შემთხვევაში კი, გვხვდება ჩაშენებული Wi-Fi-იც, რაც აპლიკაციისა და სმარტფონის დახმარებით, გათბობის ქვაბის დისტანციურად მართვის საშუალებას იძლება. ასეთია, მაგალითად, Alteas One, Alteas One+ და Alteas XC,

  • ენერგოეფექტურობა

Ariston-ის ქავებების უმეტესობას მინიჭებული აქვს ენერგოეფექტურობის A კატეგორია, რაც ნახშრბადის კვალის შემცირებასთან ერთად, ხელს უწყობს კომუნალური გადასახადების დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებას.

  • გამძლეობა

დამატებით, იტალიური ხარისხის ინჟინერია საიმედო მუშაობისა და გამძლეობის გარანტიაა, რამაც კომპანიას რეპუტაცია და სახელი ჯერ კიდევ მრავალი წლის წინ მოუტანა. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი სულაც არ არის, რომ Ariston-ის ბრენდის გათბობის ქვაბები 5-წლამდე გარანტიით შეგიძლიათ შეიძინოთ.

რა უნა გაითვალისწინოთ, სანამ გათბობის ქვაბის შეძენას გადაწყვეტთ

გათბობის ქვაბის შეძენამდე და ამ შემთხვევაში, გამონაკლისი არც Ariston-ია, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი და ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვასისწინოთ:

სივრცის ზომა - ქვაბის შერჩევისას, სახლის კვადრატულობა გადამწყვეტ როლს თამაშობს. პატარა ბინას შესაძლოა მხოლოდ კომბინირებული ქვაბი დასჭირდეს, ხოლო უფრო დიდ სახლს, რომელსაც რამდენიმე აბაზანა აქვს, სისტემური ქვაბი უფრო გამოადგეს.

ცხელი წყლის გამოყენების ინტენსივობა - თუ, თქვენ გამოცდილებით, სახლში რამდენიმე შემრევის გამოყენება პარალელურ რეჟიმში იქნება საჭირო, სისტემური ან კონვენციური ქვაბი, ალბათ, უფრო ოპტიმალური არჩევანია, ვიდრე კომბინირებული.

გარანტია და მომსახურება - საბოლოო გადაწყვეტილები მიღებამდე, ყოველთვის შეამოწმეთ გარანტიის პირობები და დარწმუნდით, რომ საჭიროების შემთხვევაშიმ კვალიფიციური კადრები მოგემსახურებიან.

სად შევიძინოთ Ariston-ის გათბობის ქვაბი საუკეთესო შეთავაზებით?

გათბობის ქვაბის შეძენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება როგორც უშუალოდ პროდუქციის მწარმოებელ ბრენდს, ასევე იმას, თუ სად შევიძენთ მას. ვინაიდან, სანდო და გამოცდილი კომპანიები სასიამოვნო და ურობლემო სერვისისა და მომსახურების გარანტია როგორც პროდუქტის შეძენის, ასევე შემდეგ მოხმარების პროცესში. საქართველოში, Ariston-ის გათბობის ქვაბების უმსხვილესი შემომტანი კომპანია არის ცელსიუსი. ბრენდი უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამ ხნის განმავლობაში, ათასობით მომხმარებლის ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. ცელსიუსი გთავაზობთ Ariston-ის ბრენდის გათბობის ქვაბების მრავალფეროვან, მუდივად განახლებად არჩევანს და რაც მთავარია, თქვენს ბიუჯეტზე მორგებულ ფასებს. კომპანიას თბილისში ორი ფილიალი აქვს და მათი პროდუქციის გაცნობა თუ დათვალიერება, შესაძლებელია როგორც ფიზიკურ მაღაზიაში სტუმრობის, ასევე ვებგვერდის საშუალებითაც.

R