როგორ ვუმკურნალოთ ჰერპესს სახლის პირობებში და რატომ ჩნდება ის?
ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვირუსი. ცნობილია, რომ მსოფლიოს 90% დაავადებულია ჰერპესის ვირუსით.
გამომწვევი მიზეზები: ჰერპესის ვირუსი შეიძლება გადაიცეს კონტაქტური გზით, ჰაერ-წვეთოვანი გზით. დაავადების იწვევს ასევე გადაციება ან გადახურება, ასევე იმუნიტეტის დაქვეითება.
სიმპტომები: ტუჩისა და ცხვირის არეში კანის ანთებითი პროცესი, პირის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი, გამონაყარი ლოყებზე, ხელის თითებზე, ზურგზე, გენიტალიებზე, შუბლზე...
ხალხური მეთოდები ჰერპესის სამკურნალოდ:
- ზეითუნის ზეთი უხვად შეიცავს ანტიოქსიდანტებს და ხშირად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ის საუკეთესოა ჰერპესის სამკურნალოდაც. გააცხელეთ ზეთი და დაუმატეთ ცოტაოდენი ლავანდის ზეთი და ფუტკრის ცვილი. გააციეთ და დაიტანეთ მიღებული ნარევი ინფექცირებულ ადგილას.
- გვირილა სამკურნალო მცენარეა. მას ახასიათებს ანტი-ვირუსული თვისებები. შეგიძლიათ გამოიყენოთ გვირილის ნაყენი სავლებად.
- ყინულით მკურნალობა ერთ-ერთი მარტივი ხერხია სახლის პირობებში. ჩაყარეთ ყინული ცელოფანში ან ნაჭრის ქსოვილში და დაიდეთ ის ჰერპესზე. ცოტა ხანში ქავილი და შეშუპება გაქრება.
- სოდა- ბამბით მოისვით სოდა ჰერპესზე. ის გააქრობს ტკივილს და დააჩქარებს ჰერპესის გაქრობის პროცესს.
- შავი ჩაი მდიდარია ტანინით, რომელიც ცნობილია ანტი-ვირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ჩადეთ ჩაის პაკეტი ერთ ჭიქა ცხელ წყალში. გაციების შემდეგ ამოიღეთ და დაიდეთ ინფიცირებულ ადგილას 5 წუთით. გაიმეორეთ პროცედურა დღეში ორჯერ ან სამჯერ.