საქართველოში "ღორის გრიპის" ვირუსი ჭარბობს, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი - "ბევრი ბავშვი ფილტვების ანთებით წევს" | Allnews.Ge

საქართველოში "ღორის გრიპის" ვირუსი ჭარბობს, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი - "ბევრი ბავშვი ფილტვების ანთებით წევს"

ბოლო ორ კვი­რა­ში გრი­პის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ორ­მაგ­და - ჭარ­ბობს კარ­გად ცნო­ბი­ლი "ღო­რის გრი­პი". ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შვი წევს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც გაზ­რდი­ლია,- ამის შე­სა­ხებ იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში" გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ივა­ნე ჩხა­ი­ძემ გან­მარ­ტა, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 25%-ს შე­ად­გენს."44-ე კვი­რი­დან ფიქ­სირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი, თუმ­ცა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ბოლო 3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს მო­ნა­ცე­მე­ბი აღ­მა­ვალ მრუდ­ზეა. მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ ეს მა­ტე­ბა შემ­დეგ კვი­რებ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. ასე­ვე, გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ იან­ვა­რი იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი, პი­კის მო­ლო­დი­ნი დე­კემ­ბერ-იან­ვრის პე­რი­ოდ­ში გვაქვს. ეს სტა­ტის­ტი­კა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ანა­ლიზს.

ბოლო 2 კვი­რა­ში, 49-ე კვი­რას, გრი­პის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 12% იყო, 50-ე კვი­რას, დე­კემ­ბერ­ში 2-ჯერ მეტი გვაქვს. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 25% არის. დო­მი­ნან­ტუ­რია ახლა ქვე­ყა­ნა­ში გრი­პი.

თუ წინა კვი­რებ­ში ძი­რი­თა­დად „ა“ ტი­პის ვირუ­სი გვქონ­და, ახლა გა­მოჩ­ნდა „ბე“ ტი­პის ვირუ­სი. 25%-დან 2% არის „ბე“ ტი­პის. ყვე­ლა­ზე მეტი მა­ინც არის H1N1, კარ­გად ცნო­ბი­ლი "ღი­პის გრი­პი". ყვე­ლა­ზე მეტი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა H1N1 ვირუ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ბოლო 2 კვი­რა­ში გრი­პის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­ორ­მაგ­და, ალ­ბათ გარ­კვე­ულ როლს ამინ­დის ცვლი­ლე­ბაც თა­მა­შობს. გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ 51-ე კვი­რა უფრო აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა.

ჩვენს კლი­ნი­კა­ში, ახლა ყვე­ლა­ზე ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი წევს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სით. მათი აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა გრი­პის ვირუ­სია. შემ­თხვე­ვა­თა 30-40%-ში ვი­თარ­დე­ბა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შვი წევს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით, ბევრ ბავ­შვთან დაგ­ვჭირ­და ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა. ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც გაზ­რდი­ლია გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის ხარ­ჯზე“,- აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.