ცესკომ უბნების 99,6% დათვალა, „ქართულ ოცნებას“ კი ერთი მანდატი მოემატა | Allnews.Ge

ცესკომ უბნების 99,6% დათვალა, „ქართულ ოცნებას“ კი ერთი მანდატი მოემატა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 13:30 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა.

მონაცემები „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, თუმცა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „გახარია - საქართველოსთვის“ საზიანოდ შეიცვალა.

ბარიერგადალახულ პარტიებს შორის ხმები ასე ნაწილდება:

  • ქართული ოცნება - 54,09%;
  • კოალიცია ცვლილებისთვის - 10,92%;
  • ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 10,12%;
  • ძლიერი საქართველო - 8,78%;
  • გახარია - საქართველოსთვის - 7,76%.

ამ ხმებით საპარლამენტო მანდატები ასე ნაწილდება:

  • ქართული ოცნება“ - 89;
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 18;
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 17;
  • „ძლიერი საქართველო“ - 14;
  • „გახარია საქართველოსთვის“ - 12.

ცესკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.