21 ცვლილება, რომელიც დღეიდან ეტაპობრივად ამოქმედდება | Allnews.Ge

21 ცვლილება, რომელიც დღეიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

2024 წლი­დან ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე სი­ახ­ლე ამოქ­მედ­დე­ბა. მათი ნა­წი­ლი ძა­ლა­ში 1-ლი იან­ვრი­დან­ვე, ნა­წი­ლი კი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეტა­პობ­რი­ვად შევა.

2013 წლის ქვე­მოთ წარ­მო­ე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცია და შე­მოყ­ვა­ნა იკ­რძა­ლე­ბა

2024 წლის 1-ლი იან­ვრი­დან 2013 წლის ქვე­მოთ წარ­მო­ე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცია იკ­რძა­ლე­ბა.

სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბით აღ­ჭურ­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლა­ში შე­დის

ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, 1-ელი დე­კემ­ბრი­დან 1-ელ მარ­ტამ­დე პე­რი­ოდ­ში, გზის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვე­ბით.

დე­და­ქა­ლა­ქის კონ­კრე­ტულ ად­გი­ლებ­ში დიდი გა­ბა­რი­ტე­ბის მქო­ნე ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე შე­ზღუდ­ვა და­წეს­დე­ბა

შე­ზღუდ­ვა M3, N2 და N3 კა­ტე­გო­რი­ე­ბის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის­თვის 08:00- 11:00 სა­ა­თებ­სა და 17:00-20:00 სა­ა­თე­ბის შუ­ა­ლედ­ში 1-ლი იან­ვრი­დან იმოქ­მე­დებს.

სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კე­ბის­თვის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა

სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტი­სათ­ვის ფარ­თო­ბი უნდა შე­ად­გენ­დეს ძი­რი­თად სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ სა­ვარ­ძელ­ზე − არა­ნაკ­ლებ 12 ​​​კვ.მ.-ს და ყო­ველ და­მა­ტე­ბით სა­ვარ­ძელ­ზე − არა­ნაკ­ლებ 6 ​​კვ.მ.-ს; სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ სა­ვარ­ძლებს შო­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს არა­ნაკ­ლებ 2 მ-იანი და­შო­რე­ბა ან სა­ვარ­ძლებს შო­რის სივ­რცე­ე­ბი გა­მიჯ­ნუ­ლი უნდა იყოს სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი ტიხ­რით (სი­მაღ­ლით − არა­ნაკ­ლებ 1,8 მ-ისა). ამას­თან, დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პირს უნდა ჰქონ­დეს სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბის­თვის სა­ჭი­რო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის (იდს) მა­რა­გი.

სა­ნი­ტარს, ბე­ბი­ა­ქალს, უმ­ცროს ექიმს და ექთ­ნის თა­ნა­შემ­წეს მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ა­თობ­რი­ვი ანა­ზღა­უ­რე­ბა და­უ­წეს­დე­ბა

2024 წლის 1-ლი იან­ვრი­დან, მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ხელ­ფა­სო ზღვა­რი და­უ­წეს­დე­ბათ შემ­დეგ პო­ზი­ცი­ებ­ზე და­საქ­მე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს:

უმ­ცრო­სი ექი­მი - თვე­ში, არა­ნაკ­ლებ 960 ლარი (სა­ათ­ში - 5 ლარი) და­რი­ცხუ­ლი;ექთ­ნის თა­ნა­შემ­წე - თვე­ში არა­ნაკ­ლებ 672 ლარი (სა­ათ­ში - 3,5 ლარი) და­რი­ცხუ­ლი;ბე­ბი­ა­ქა­ლი - თვე­ში, არა­ნაკ­ლებ 844 ლარი (სა­ათ­ში - 4,4 ლარი) და­რი­ცხუ­ლი;სა­ნი­ტა­რი - თვე­ში არა­ნაკ­ლებ 576 ლარი (სა­ათ­ში - 3 ლარი ) და­რი­ცხუ­ლი.

მთავ­რო­ბა ცე­მენ­ტის, კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბი­სა თუ ჭე­რის პრო­დუქ­ტე­ბის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას და­ი­წყებს

2024 წლის 1-ლი იან­ვრი­დან სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო სფე­როს ემა­ტე­ბა 17 ახა­ლი პრო­დუქ­ტი (მათ შო­რის: თა­ბა­შირ-მუ­ყა­ოს, სტრუქ­ტუ­რუ­ლი მე­ტა­ლის, ცე­მენ­ტის, კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბის, წებო-ცე­მენ­ტის და ჭე­რის პრო­დუქ­ტე­ბი).

მო­მა­ვალ­ში სამ­შე­ნებ­ლო პრო­დუქ­ტე­ბის სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო სფე­რო­ში იგეგ­მე­ბა 62 ახა­ლი პრო­დუქ­ტის და­მა­ტე­ბა (მათ შო­რის - გა­და­ხურ­ვის პრო­დუქ­ტე­ბი, ბლო­კი, აგუ­რი, ქვის წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი, ია­ტა­კის პრო­დუქ­ტე­ბი, ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, აგ­რე­გა­ტე­ბი და თბო­ი­ზო­ლა­ცი­ის პრო­დუქ­ტე­ბი)...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz