"თუ გაზი თვალებში მოგხვდათ ან სპრეიდან გაფრქვეული შეისუნთქეთ..." - აუცილებელი რეკომენდაციები, რაც უნდა იცოდეთ | Allnews.Ge

"თუ გაზი თვალებში მოგხვდათ ან სპრეიდან გაფრქვეული შეისუნთქეთ..." - აუცილებელი რეკომენდაციები, რაც უნდა იცოდეთ

საქართველოს მოქალაქეები აქტიურად აპროტესტებენ ე.წ. აგენტების კანონპროექტის მიღებას. საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. იმის გამო, რომ საპროტესტო ტალღა არ ნელდება და კვლავ უამრავი ხალხი აპირებს ქციებში მონაწილეობის მიღებას, ვფიქრობთ, საჭიროა უსაფრთხოების წესების ცოდნა, რათა ადამიანების ჯანმრთელობას ნაკლები ზიანი მიადგეს და აქციის მონაწილეებმა შეძლონ მიზნისთვის ბოლომდე ბრძოლა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება რეკომენდაციები, რომლებსაც გთავაზობთ:

ეს რეკომენდაციები სოციალურ ქსელში სალომე ემილი კვრაცხელიამ გაავრცელა და მათი წყაროებიც მოგვაწოდა, სადაც უფრო დეტალურად შეგიძლიათ უსაფრთხოების წესებს გაეცნოთ. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს:

გაზი სპეცბალონიდან:

  • სპეცბალონიდან გაფრქვეული გაზის მთავარი ნივთიერება არის კაპსაიცინი. ცხიმში ხსნადია და ამიტომ, ზეთი და ვაზელინი ეფექტურად წმენდს. თვალში თუ მოგხვდათ ან ბევრი ისუნთქეთ - ვაზელინით უნდა ამოიწმინდოთ (არ მოგესმათ. petroleum jelly). ან მცენარეული ზეთით.
  • ტანსაცმელი სასწრაფოდ უნდა გაიხადოთ და კანი დაიბანოთ საპნით და წყლით. მარტო წყალი ვერ უშველის.
  • ცივი რძე დალიეთ - გულისრევა, დიარეა თუ გაქვთ, განსაკუთრებით. მაგრამ ისედაც არ გაწყენთ, თუ კონტაქტი გქონდათ ამ სპრეისთან.
  • მხოლოდ წყალი ამ კონკრეტულ სპრეის ვერ უშველის.

335074945-265348672481563-3444154450079075955-n-1678263057-1678338974.jpg

თუ ცრემლსადენი ყუმბარებით ისროლეს:

  • ყუმბარიდან რომ გვესვრიან და მერე იფრქვევა ჰაერში, ეგ სინამდვილეში ფხვნილია და არა აირი, მაგრამ იმდენად წვრილია, რომ აირად აღვიქვამთ. ამას შველის ჩვეულებრივი წყალი. არაფერი სხვა არ სჭირდება.
  • ძირს არ დასხდეთ/დაწვეთ და არ ჩაიცუცქოთ - გაზი ჰაერზე მძიმეა და დაბლა "წვება".
  • სწრაფად დატოვეთ ტერიტორია, რომ შეძლოთ ისევ უკან აბრუნება - ნიღაბი თუ გეკეთათ, მოიძრეთ - რადგან გადაადგილებისას სუნთქვა გაგიხშირდებათ და მეტ გაზს შეისრუტავთ სივრციდან.

იხილეთ სრულად

myquiz