რა გამოკვლევები გეკუთვნით უფასოდ სახელმწიფოსგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით? - ყველა კატეგორიის მოქალაქეებისთვის განსაზღვრული მომსახურების სია | Allnews.Ge

რა გამოკვლევები გეკუთვნით უფასოდ სახელმწიფოსგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით? - ყველა კატეგორიის მოქალაქეებისთვის განსაზღვრული მომსახურების სია

საქართველოში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ამ პროგრამის მიზანია, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე მოქალაქეებისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის ფინანსური უზრუნველყოფა შექმნას.

პაკეტები პროგრამაში ჩართული კატეგორიების მიხედვით განსხვავებულია. უფრო ზუსტად კი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ:

  • პირები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" და მინიჭებული აქვთ 70 000-დან-100 000 სარეიტინგო ქულა;
  • 6-დან 17 წლის (ჩათვლით) ასაკის პირები;წლიური 40,000 ლარზე ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირები;
  • თვიური 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ან სხვ. პირები.

გარდა ამისა, გამოყოფილია მიზნობრივი ჯგუფები, როგორებიცაა ვეტერანები, პენსიონერები, შშმ პირის სტატუსის მქონე ადამიანები.პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვს თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება, საქართველოს მასშტაბით.

როგორ მოხდება მოსახლეობის რეგისტრაცია მომსახურების მისაღებად?

გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის, მოსარგებლეს შეუძლია დარეგისტრირდეს სურვილისამებრ შერჩეულ მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში (სპეციალურად შემუშავებული, სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის შევსების საფუძველზე). ამასთან, რეგისტრაციის შეცვლა შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ. პროგრამით მოსარგებლე პირს უფლება აქვს, რეგისტრირებული იყოს მხოლოდ ერთ კლინიკაში - გეგმური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განგვიცხადეს, იმ პოლიკლინიკაში მისვლისას, სადაც ადამიანი საცხოვრებელი ადგილის მიხედვითაა რეგისტრირებული, პაკეთით გათვალისწინებული მომსახურების მიღება წინასწარი განცხადების გარეშე შეუძლია.

გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მისაღებად არ არსებობს რაიმე შეზღუდვა სამედიცინო დაწესებულების არჩევისას.

განაგრძეთ კითხვა

myquiz