დღეიდან ქვეყანაში პირბადეების გამოყენების ვალდებულება მოიხსნა- რომელ დაწესებულებებში მოგიწევთ ნიღბების გამოყენება ისევ?
დღეიდან პირბადეების გამოყენება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღაარიბაშვილმა მთავრობის სახდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია იხსნება.
„ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ბატონი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება იქნება მხოლოდ დატოვებული სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე, რომ დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია მოიხსნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.