კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული რომელი შეზღუდვები უქმდება 28 მარტიდან საქართველოში? | Allnews.Ge

კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული რომელი შეზღუდვები უქმდება 28 მარტიდან საქართველოში?

ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა, გარ­და ტრან­სპორ­ტსა და და­ხუ­რულ სივ­რცე­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა, უქ­მდე­ბა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა, გარ­და ტრან­სპორ­ტსა და და­ხუ­რულ სივ­რცე­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა, უქ­მდე­ბა.

მათ შო­რის, უქ­მდე­ბა რა­ო­დე­ნობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ზე, ასე­ვე სპორ­ტულ, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო თუ სხვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. ასე­ვე აღარ იმოქ­მე­დებს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა პი­რე­ბის­თვის, ვინც ქვე­ყა­ნა­ში "პი­სი­არ“ ტეს­ტის გა­რე­შე ბრუნ­დე­ბა.

შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ უწყე­ბა­თა­შო­რის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი შტა­ბის უფ­როს­მა, გი­ორ­გი ღიბ­რა­ძემ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"28 მარ­ტი­დან უქ­მდე­ბა პირ­ბა­დის ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ღია სივ­რცე­ში და ის მხო­ლოდ სარ­ე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ათს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტსა და და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ამ ეტაპ­ზე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. უქ­მდე­ბა რა­ო­დე­ნობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვა, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ზე, ასე­ვე სპორ­ტულ, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო თუ სხვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლურ­ზე. ე.წ. დის­ტან­ცი­ურ­ზე მყო­ფი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თა­ვი­ანთ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს და­უბ­რუნ­დე­ბი­ან, უქ­მდე­ბა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში ბრუნ­დე­ბი­ან "პი­სი­არ“ ტეს­ტის გა­რე­შე. შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე და­წე­სე­ბუ­ლი წა­ხა­ლი­სე­ბის პროგ­რა­მა. პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცია, გარ­და და­ხუ­რულ სივ­რცე­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში პირ­ბა­დის ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა, ამ ეტაპ­ზე უქ­მდე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ღიბ­რა­ძემ.გაზიარება

myquiz