როგორ დავეხმაროთ უკრაინას?- პრაქტიკული გზები, რომლებითაც უკრაინის დახმარება რეალურად შეგიძლიათ | Allnews.Ge

როგორ დავეხმაროთ უკრაინას?- პრაქტიკული გზები, რომლებითაც უკრაინის დახმარება რეალურად შეგიძლიათ

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ძალიან ბევრ ადამიანის გაუჩინა პროტესტის გრძნობა როგორ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. ვრცელდება უკრაინის მხარდამჭერი პოსტები, იმართება საპროტესტო აქციები და ა.შ.

ბევრ ადამიანს გაუჩნდა კითხვა თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას ამ მძიმე დროს, რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ვებგვერდი how-to-help-ukraine-now, სადაც განმარტებულია რეალური საშუალებები, რომლებითაც უკრაინის დახმარება შეგვიძლია.

მაშ ასე, გთავაზობთ გზებს უკრაინის დასახმარებლად:

დონაცია

შეგიძლიათ უკრაინას კონკრეტულ ფონდებში თანხის გადარიცხვით დაეხმაროთ. ბმული

donate-1646118663.jpg

ჰუმანიტარული დახმარება

Nova poshta Global იწყებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გლობალური საწყობებიდან უკრაინაში. თუ დახმარება გსურთ, მოხალისეებს შეუძლიათ წაიღონ ან გაგზავნონ ნივთები, რომლებიც უკრაინელებს სჭირდებათ. ბმული

მიიღეთ მონაწილეობა საპროტესტო აქციაში

ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო საზოგადოებამ უკრაინას მხარდაჭერა და ერთიანობა აჩვენოს. შეგიძლიათ მონაწილეობაა მიიღოთ მსგავს მხარდამჭერ აქციაში, რომელიც დიდი ალბათობით თქვენს ქალაქშიც იმართება.

1320882-1646118705.jpeg

დაეხმარეთ უკრაინელებს თქვენს ქვეყანაში

ძალიან ბევრი უკრაინელი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ბევრ მათგანს წასასვლელი არ აქვს. თუ გაქვთ საშუალება დაეხმარეთ უკრაინელებს თავშესაფრითა და საჭირო ნივთებით, რომლებიც მათ შეიძლება არ ჰქონდეთ.

არ გაავრცელოთ Fake ინფორმაცია

რამდენიმე დღეა სოციალურ მედიაში ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. სანამ რამეს გააზიარებდეთ აუცილებლად გადაამოწმეთ წყარო რათა თავადაც არ გახდეთ დეზინფორმატორი. ოფიციალური წყაროების ბმულები

fake-news-1646118739.jpg

მოახდინეთ გავლენა თქვენს ხელისუფლებაზე დაეხმაროს უკრაინას

საზოგადოების ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და ათასობით ადამიანს ნამდვილად შეუძლია ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს

ხელი მოაწერეთ პეტიციას

ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინის მხარდასაჭერად არაერთი პეტიცია ვრცელდება. იხილეთ ბმული

11localpettiotn-1646118773.jpg

ჩაეწერეთ უცხოურ ლეგიონში

სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ მოხალისეს აქვს საშუალება უკრაინაში წავიდეს და დაიცვას ქვეყანა. ამისათვის საჭიროა განაცხადის შევსება და აუცილებელი საფეხურების გავლა. იხილეთ დამატებითი ინფორმაცია.