კოვიდსასტუმროები, თერმოსკრინინგი, კონფერენციები- კოვიდ-შეზღუდვები, რომლებიც უქმდება | Allnews.Ge

კოვიდსასტუმროები, თერმოსკრინინგი, კონფერენციები- კოვიდ-შეზღუდვები, რომლებიც უქმდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ გარკვეული შეზრუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღო.

კერძოდ, როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, 1-ელი მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები აღარ იფუნქციონირებს. მისი თქმით, უქმდება საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება.

გარდა ამისა, უქმდება დაწესებულებებში დეზობარიერებისა და თერმოსკრინინგის ჩატარების ვალდებულება.

ასევე, სოციალური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილებისა და ქელეხების გამართვისას მაქსიმალური ადამიანების რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა მოიხსნება. გიორგი ღიბრაძის თქმით, ღონისძიებებზე დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან 10, ხოლო ღია სივრცეში 15 ადამიანის ყოფნა იქნება დაშვებული.

15 მარტიდან კონფერენციებსა თუ სემინარებზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება;

4 მარტიდან იხსნება კლუბები, რომელთაც საკუთარი სივრცის 60%-ის ათვისების შესაძლებლობა მიეცემათ.

myquiz