თუ კორონავირუსი დაგიდასტურდათ და 112-ს ვერ უკავშირდებით, ოჯახის ექიმიც არ გირეკავთ - როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს
საქართველოში კორონავირუსის მზარდი სტატისტიკაა. ბოლო 24 საათში ვირუსი 25 161 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 51 გარდაცვალების შემთხვევაა. გაზრდილი სტატისტიკის ფონზე, უამრავი ადამიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვერ უკავშირდებიან 112-ს ან კიდევ ისე გადის რამდენიმე დღე, ოჯახის ექიმი არ ურეკავთ და არ ამოწმებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას. სად შეგიძლიათ დარეკოთ, თუ 112-ს ვერ უკავშირდებით, ჯანდაცვის სამნინისტროს მივმართეთ შეკითხვით:
"პირველ რიგში, ადამიანებმა 112-ზე უნდა დარეკონ, მაგრამ თუ ვერ ახერხებენ დარეკვას, მაშინ სპეციალურად შექმნილ საიტზე, https://er.moh.gov.ge/-ზე უნდა დარეგისტრირდნენ ინდივიდუალურად. გარდა ამისა, შეუძლიათ, დარეკონ 15 22-ზე.
როდესაც პაციენტი 112-ში რეკავს ან რეგისტრირდება er.moh.gov.ge-ზე, 48 საათის განმავლობაში კოვიდექიმი უნდა დაუკავშირდეს. თუ ამ დროის განმავლობაში ექიმი არ უკავშირდება, შემდეგ უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს 15 05-ზე. ჩვენ ვინიშნავთ მონაცემებს და გადავცემთ მათ, ვისაც უშუალოდ ეხება. განაგრძეთ კითხვა