ახალი აკრძალვები და რეგულაციები, რომლებიც ხვალიდან ამოქმედდება - ცვლილებებს პრემიერმა ხელი უკვე მოაწერა | Allnews.Ge

ახალი აკრძალვები და რეგულაციები, რომლებიც ხვალიდან ამოქმედდება - ცვლილებებს პრემიერმა ხელი უკვე მოაწერა

"იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.

დადგენილების მიხედვით, ტრენინგებზე, კონფერენციებსა თუ სემინარებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე. ასევე, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად. 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვები იქნება მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.

დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა და ცვლილებები 19 ივლისიდან შევა ძალაში.