3 ცვლილება, რომელიც 19 ივლისიდან ამოქმედდება - მთავრობის გადაწყვეტილება | Allnews.Ge

3 ცვლილება, რომელიც 19 ივლისიდან ამოქმედდება - მთავრობის გადაწყვეტილება

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, დადგენილების თანახმად:

  • ტრენინგებზე, კონფერენციებზე, სემინარებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე
  • იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად
  • 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე

ცვლილებები ძალაში 19 ივლისიდან შედის.