9 ცვლილება და რეგულაცია, რაც დღეიდან ამოქმედდება ქვეყანაში | Allnews.Ge

9 ცვლილება და რეგულაცია, რაც დღეიდან ამოქმედდება ქვეყანაში

1-ლი ივლისიდან ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება. მათ შორის, იცვლება ელექტორენერგიის მიმწოდებელი კომპანიები, იზრდება რიგი მოხელეების ხელფასები, სოციალური დახმარება ბავშვებისთვის და ა.შ.

ელექტრომიმწოდებელი კომპანიები იცვლება

თბილისსა და რეგიონებში 1-ლი ივლისიდან ელექტრომიმწოდებელი კომპანიები იცვლება. კერძოდ, თბილისში, „თელასს“ ჩაანაცვლებს „თელმიკო“, ხოლო რეგიონებში "ენერგო-პრო-ჯორჯიას" ნაცვლად, ელექტროენერგიის მიმწოდებელი „ეპ ჯორჯია“ იქნება. მომხმარებლებისთვის ტარიფები არ შეიცვლება.

Wizz Air-ის ბაზა ქუთაისის აეროპორტში ბრუნდება

1-ლი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება. ავიაკომპანია საქართველოდან ევროპის მიმართულებით დამატებით რეისებს მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით შეასრულებს.

გაზის ტარიფი გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების აბონენტებს გაეზარდათ

„თბილისი ენერჯის“ აბონენტების შემდეგ, გაზის ტარიფი გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების აბონენტებსაც გაეზარდათ. საუბარია, შპს „გასკო+-ზე“, შპს „ვარკეთილაირზე“ და სს „ენერგოკავშირზე“. შედეგად ტარიფი გაიზრდება ვარკეთილში, გლდანსა და მუხიანში. კორექტირებული ტარიფები ძალაში 1-ლი ივლისიდან შედის და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება ორმაგდება

1-ლი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება. ამასთან, პრემიერის განცხადებით, იზრდება მოცვა - 100 000 ქულის ნაცვლად 120 000 ქულის მქონე ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ დახმარებას.

იუსტიციის სახლების თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ

იუსტიციის სახლების თანამშრომლებს პირველი ივლისიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ.

1-ლი ივლისიდან 2021 წლის ემისიის 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში გაიშვება

1-ლი ივლისიდან სებ-ი 2021 წლის ემისიის 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვებას იწყებს. აღნიშნული ბანკნოტები, მათი წინამორბედი ბანკნოტების იდენტური დიზაინისა და დამცავი ნიშნების მიხედვით და გამოშვების წლით "2021", საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის ხელმოწერით დამზადდა. 2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად მიმოიქცევა.

განაგრძეთ კითხვა