საქართველოში ე.წ კომენდანტის საათი უქმდება- რა გადაწყვეტილება მიიღო სააკორდინაციო საბჭომ
საქართველოში ე.წ კომენდანტის საათი უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სააკორდინაციო საბჭომ მიიღო.
გადაწყვეტილება 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იყო დაწესებული.
- ამასთან, დღეიდან პირბადე ღია სივრცეში აღარაა სავალდებულო
- ცნობილი გახდა, რომ 2 კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა
- რესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ - მსგავსი შეზღუდვა ვრცელდება კლუბებზე, სასტუმროს რესტორნებზეც და გასართობ დაწესებულებებზე