6 შეზღუდვა, რომელიც ორშაბათიდან მოიხსნება | Allnews.Ge

6 შეზღუდვა, რომელიც ორშაბათიდან მოიხსნება

კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვების ნაწილის მოხსნა 1-ელი მარტიდან დაიწყება.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგულაციების შემსუბუქების გეგმა შემდეგია:

  • ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა;
  • კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება პირველი მარტიდან;
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, როგორც საჯარო, ისე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მარტიდან 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
  • უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ პირველი მარტიდან
  • მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ პირველი მარტიდან;
  • იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც მოქალაქეებს საქართველოში საჰაერო საზღვრის გავლით შემოსვლა შეეძლებათ, 6 ქვეყანა ემატება. ესენია: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;