ცვლილებები, რომლებიც დღეიდან შევიდა ძალაში | Allnews.Ge

ცვლილებები, რომლებიც დღეიდან შევიდა ძალაში

ცვლილებები, რომლებიც დღეიდან შევიდა ძალაში

დღეიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, ქვეყანაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნფორმაციით, 1-ლი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში - ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს.

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები  გაიხსნა.

შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნება.

გარდა ამისა, როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, 5 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში შაბათ-კვირას არ იმუშავებს არც მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც აღნიშნულ ქალაქებში 1-ელი თებერვლიდან აღდგება.

1-ელი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ფრენები ყველა სამედიცინო პროტოკოლის წესების დაცვით განხორციელდება.