რა პირობებით გაიხსნებიან მაღაზიები 24 დეკემბრიდან?- 8 წესი, რომელიც მთავრობამ სავაჭრო ობიექტებს დამატებით განუსაზღვრა | Allnews.Ge

რა პირობებით გაიხსნებიან მაღაზიები 24 დეკემბრიდან?- 8 წესი, რომელიც მთავრობამ სავაჭრო ობიექტებს დამატებით განუსაზღვრა

სავაჭრო ობიექტები 24 დეკემბრიდან გაიხსნება.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ამ წუთებში გახდა ცნობილი. მაია ცქიტიშვილმა ის დამატებითი წესები გააჟღერა, რომელთა დაცვითაც მოუწევთ მაღაზიებს ფუნქციონირება.

  • სამუშაო საათები - 07:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე;
  • დაცული უნდა იყოს მომხმარებლის ნაკადები, ამისთვის მაღაზიების ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე არაუმეტეს 1 ადამიანი დაიშვება
  • როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე უნდა მოხდეს რიგების მკაცრი დაცვა
  • ფასდაკლებების აქცია ან დილის საათებში ან ონლაინ გაყიდვების დროს უნდა გამოცხადდეს
  • არ იმუშავებს გასახდელი
  • მაღაზიამ უნდა დაუშვას პროდუქციის დაბრუნება-გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს 1 თებერვლიდან უნდა მოხდეს.
  • სავაჭრო ცენტრებში კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანით, იკრძალება
  • პირბადის მოხმარება უნდა იყოს დაცული და პასუხისმგებლობა მაღაზიების ადმინისტრაციას ეკისრება
  • დარღვევის შემთხვევაში, მათ მიმართ იქნება ჯარიმა და საქმიანობის შეჩერება.