ყველაფერი, რაც ახალი შეზღუდვების შესახებ უნდა იცოდეთ | Allnews.Ge

ყველაფერი, რაც ახალი შეზღუდვების შესახებ უნდა იცოდეთ

პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით:

28 ნოემბრიდან 31 იანვარის ჩათვლით:

1. 21:00 - 05:00 საათამდე იზღუდება როგორც ქვეითად, ისე მანქანით გადაადგილება

- 31-ში და 6 იანვარს იქნება გამონაკლისი

2. იზღუდება მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა - მსუბუქ ავტომობილებზე და ტაქსებზე არ წესდება შეზღუდვები

3. რესტორნები და კვების ობიექტები გადადიან გატანის/მიტანის სერვისზე და დასაშვებია თეიქევეი და დელივერი

4. იხურება ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები

5. ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

6. სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა ჩერდება

დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში - და სათხილამურო კურორტები - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

1. თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა ჩერდება

2. სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურად

3. იხურება ღია და დახურული ბაზრობები - აგრარული ბაზრობები აგრძელებენ მუშაობას

4. სკოლები, პროფ.სასწავლებლები და უნივერსიტეტები (გარდა სამედიცინო პროგრამებისა) გადადის დისტანციურ რეჟიმზე

5. კერძო და საჯარო ბაღები აჩერებენ მუშაობას

სათხილამურო კურორტებზე:

1. სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად

2. ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება

24 დეკემბერი - 2 იანვარი:

ქვეყნის მასშტაბით:

1. იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები

2. აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა

3 იანვარი - 15 იანვარი

ქვეყნის მასშტაბით:

1. ცხადდება დასვენების დღეები

2. აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე

3. არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულებები - გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა

16 იანვარი - 31 იანვარი

ქვეყნის მასშტაბით:

1. იხსნება ყველა შეზღუდვა და მხოლოდ შაბათ-კვირას (!) იქნება 28 ნოემბერი-24 დეკემბრის შეზღუდვები

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:

1. ყველა სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის - სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას; საბანკო და საფინანსო საქმიანობას; სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;

დელივერსა და გატანის სერვისებს; სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას; ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს; საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს; აგრარული ბაზრობის მუშაობას და სხვ.

2. არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის ტაქსით) გადაადგილება