"მიშა წერილებს ხშირად, თითქმის ყოველდღე მწერს... შვილს ძალიან ანებივრებს“ - სოფო ნიჟარაძის გულახდილი ინტერვიუ | Allnews.Ge

"მიშა წერილებს ხშირად, თითქმის ყოველდღე მწერს... შვილს ძალიან ანებივრებს“ - სოფო ნიჟარაძის გულახდილი ინტერვიუ

მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე ეკა ჩხე­ი­ძეს გა­და­ცე­მა­ში, "პირ­ვე­ლი სტუ­დია“ ეს­ტუმ­რა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს არის მისი პირ­ვე­ლი ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ, რო­მელ­შიც სა­უბ­რობს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, უმ­ძი­მეს ჭო­რებ­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში შე­ფერ­ხე­ბუ­ლია. ის ასე­ვე სა­უბ­რობს ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

  • მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის 362 წე­რი­ლი, მო­ნატ­რე­ბა და ალი­სას მო­თხოვ­ნე­ბი

პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ადა­მი­ა­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სოფო ნი­ჟა­რა­ძე ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს:

"მისი წუ­ხი­ლი ალ­ბათ ის არის, რომ ენატ­რე­ბა შვი­ლე­ბი და უნდა შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ბი­ჭე­ბი ძა­ლი­ან დი­დე­ბი არი­ან უკვე და რაც მათ­თან დრო და­კარ­გა, უნდა ალ­ბათ უფრო ეს აი­ნა­ზღა­უ­როს. და ეს არის მისი უმ­თავ­რე­სი წუ­ხი­ლი, ადა­მი­ა­ნუ­რი. მიშა წე­რი­ლებს მწერს ხში­რად, ხელ­ნა­წერ წე­რი­ლებს, რაც დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში და­ვი­წყე­ბუ­ლია. 362 წე­რი­ლი მაქვს, ეს გარ­და იმი­სა, რაც არ შე­მი­ნა­ხავს.

ალი­სა სულ მე­კი­თხე­ბა, რო­დის მოვა მიშა, ახლა არ მაქვს ასე­თი კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი. ის კი ითხოვს კონ­კრე­ტი­კას. აი, მა­გა­შიც მი­შას ჰგავს. მე­კი­თხე­ბა რამ­დე­ნი ხვა­ლის მერე მო­ვაო?.. ვცდი­ლობ, რომ რა­ღაც თე­მი­დან გა­და­ვიყ­ვა­ნო ხოლ­მე. მაგ­რამ ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნია, მი­თხა­რი, რო­დის...

[რა­ტომ არ ვჩან­ვარ?], არ არის, მე მგო­ნი, რთუ­ლი გა­მო­საც­ნო­ბი. ყვე­ლამ იცის, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა კი, არის პირ­და­პირ კავ­შირ­ში ამ პა­უ­ზას­თან. ვერ გა­ვექ­ცე­ვი ამას ვე­რა­ნა­ი­რად. ეს არის მო­ცე­მუ­ლო­ბა და ალ­ბათ მე თვი­თო­ნაც რა­ღა­ცა დრო მჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ამით არ დავ­კომ­პლექსდე, ვთქვათ და რა­ღაც ისე ვე­ცა­დო, რომ სხვა­ნა­ი­რად და­ვა­ლა­გო ეს ყვე­ლა­ფე­რი.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღეს დაბ­ლო­კი­ლი მომ­ღე­რა­ლი ვარ. მაგ­რამ, მეც არ მაქვს სურ­ვი­ლი, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, მი­მიწ­ვი­ონ სა­ხელ­მწი­ფო კონ­ცერ­ტებ­ზე, ნამ­დვი­ლად არ მაქვს სურ­ვი­ლი. თუმ­ცა, ალ­ბათ ჭკვი­ა­ნე­ბი რომ იყ­ვნენ, და­მი­რე­კავ­დნენ და მე­ტყოდ­ნენ, რომ მოდი, გა­მო­დი და სათ­ქმე­ლი მა­ინც ექ­ნე­ბო­დათ, რომ ვპა­ტი­ჟებთ, მაგ­რამ არ მო­დი­სო".

  • არა­რე­ა­ლუ­რი ჭო­რე­ბის სია

"ვა­ი­მე, რო­მე­ლი ერთი ვთქვა? - მა­გა­ლი­თად ორ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი კო­ლიე, სხვა­თა შო­რის, რო­მელ­ზეც მერე იმ კონ­კრე­ტულ მე­დი­ას ვუ­ჩივ­ლე... ამე­რი­კა­ში სახ­ლი, რამ­დე­ნი რამე შე­იძ­ლე­ბა გა­ვიხ­სე­ნო. უხამს, სა­ში­ნელ ჭო­რებ­ზე სა­ერ­თოდ არც ვფიქ­რობ, რომ ვახ­სე­ნო, იმი­ტომ, რომ იმ­დე­ნად რა­ღაც არა­რე­ა­ლუ­რი რა­ღა­ცე­ბი თქვეს... სა­დაც გა­ი­ხე­დავ­დი, ყველ­გან, ყველ­გან რა­ღა­ცა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი თუ სა­სახ­ლე მქონ­და, ასე­ვე ორ­სუ­ლო­ბა, აღარ დამ­თავ­რდა ახა­ლი ჭო­რე­ბი ორ­სუ­ლო­ბა­ზე...

თა­ვი­დან ძა­ლი­ან მწყინ­და და ვნერ­ვი­უ­ლობ­დი... ახლა, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რომ იმას­თან შე­და­რე­ბით, რო­გორც ვჩან­დი, უფრო ნაკ­ლე­ბად ვჩან­ვარ, მა­ინც სულ არის რა­ღა­ცა ჭო­რე­ბი. აღარ ვრე­ა­გი­რებ. აღარც მწყინს.

რთუ­ლია, პო­პუ­ლა­რო­ბის ფონ­ზე ცხოვ­რე­ბა. სულ მქონ­და ეგ გა­აზ­რე­ბუ­ლი, რომ თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მექ­ნე­ბო­და... მა­ინც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხალ­ხის აზრი, ხალ­ხი არის ჩემი მსმე­ნე­ლი, ჩემი მა­ყუ­რე­ბე­ლი... ამი­ტომ ვცდი­ლობ, რომ ნაკ­ლე­ბად შე­ვი­დე რა­ღაც, აი ,ასეთ პო­ლე­მი­კა­ში. მა­ყუ­რებ­ლის­თვის ვარ­სე­ბობთ სა­ერ­თოდ...

  • ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი

"ამ შეხ­ვედ­რამ გა­ნა­პი­რო­ბა მერე ყვე­ლა­ფე­რი და ეს ყვე­ლა­ფე­რი კავ­შირ­შია ალი­სას­თან. მიშა წე­რი­ლებს ძა­ლი­ან ხში­რად, თით­ქმის ყო­ველ­დღე მწერს. ხში­რად ვნა­ხუ­ლობ ხოლ­მე. რაც შე­მიძ­ლია ვამ­ხნე­ვებ. მიშა შვილს ძა­ლი­ან ანე­ბივ­რებს… ელის-მა­რია მე­უბ­ნე­ბა: მიშა რომ მოვა სახ­ლში, მისი წე­სე­ბით ვი­ცხოვ­რებ­თო...“