განსაკუთრებული გვირგვინი და ზღაპრული სილამაზე - მატილდა გვარლიანმა Victoria's Secret -ის 2025 წლის შოუზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა
აშშ-ში, ნიუ-იორკში Victoria's Secret -ის 2025 წლის შოუ გაიმართა და როგორც ყოველთვის, შერჩეული მოდელები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ.
მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შოუზე, ტოპ 50 მოდელს შორის უკვე მეორედ გამოვიდა ქართველი მატილდა გვარლიანი. მან 2 ულამაზესი ლუქები მოირგო და ისეთი მოდელების გვერდით გაიბრწყინა, როგორებიც არიან: ირინა შეიკი, ადრიანა ლიმა, ლიუ ვენი, ჯიჯი ჰადიდი და სხვა.
.jpg)

გვარლიანი ულამაზესი გვირგვინით გამოჩნდა, რომელშიც ქართველი მოდელი ნამდვილს ქალღმერთს ჰგავდა.
ეს მატილდა გვარლიანის Victoria’s Secret-ის მეორე შოუა. პირველად მან ყველა მოდელისთვის საოცნებო პლატფორმაზე 2024 წელს გაიარა. მაშინ მან გაიხსენა მომენტი როცა პირველად უყურა Victoria's Secret-ის შოუს.
.jpg)
"ეს შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, რომ გვიანობამდე არ დამეძინა. შოუს დროს დედაჩემის ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდი და თითქოს ერთ-ერთი ვიყავი ამ გოგონებიდან", - ამბობს მოდელი.
კითხვას, ოდესმე თუ წარმოიდგენდა, რომ აქ მოხვდებოდა, მატილდა პასუხობს: "რა თქმა უნდა, ეს ოცნება არ ყოფილა, ეს მიზანი იყო".
გარდა VS-სა მატილდა გვარლიანი უკვე მრავალი გლობალური ბრენდის სახე გახდა. მათ შორის ისეთების, როგორიცაა Chanel-ი, Gucci -ი, Louis Vuitton -ი, Calvin Klein-ი და სხვა.
შოუს დაწყებამდე გავრცელდა ფოტოები კულისებიდან, სადაც მატილდა ირინა შეიკთან, ადრიანა ლიმასთან და ლიუ ვენისთან ერთად ემზადებოდა წლის ყველაზე მნიშვნელოვან სცენაზე გასასვლელად.
.jpg)
.jpg)
Victoria’s Secret-ის ყოველწლიური სანახაობრივი შოუ 1995 წლის შემდეგ იმართება და მასში მონაწილეობის მიღება სპეციალურად შერჩეულ მოდელებს შეუძლიათ. შოუმ არაერთი მოდელი მსოფლიო ვარსკვლავად აქცია.