ლამაზი სადღეგრძელოები, რომელიც ყველა სუფრაზე განსაკუთრებულად წარმოგაჩენთ | Allnews.Ge

ლამაზი სადღეგრძელოები, რომელიც ყველა სუფრაზე განსაკუთრებულად წარმოგაჩენთ

ქართული სუფრა კულტურის, ინტელექტის წარმოჩენის და სტუმარ-მასპინძლობის საუკუნოვანი ტრადიციაა, რომელიც თითქმის ყველას აღაფრთოვანებს.

სუფრაზე საქართველოს ტრადიციების გარდა, გაეცნობით მის ისტორიას და ულამაზეს სადღეგრძელოებსაც, რომელსაც ხშირად თამადა დიდი სიყვარულით წარმოთქვამს.

იმისათვის, რომ თქვენც მზად იყოთ სტუმრების ყურადღების მისაქცევად, წარმოგიდგენთ ქართულ სადღეგრძელოებს, რომლითაც თავს ყველგან მოიწონებთ:

  • მოდით ამ ჭიქით ხავსმოკიდებულ ეკლესიას, ამ ეკლესიაში დანთებულ სანთელს, ამ სანთლის წინ დაღვრილ ცრემლებსდა ამ ცრემლებში განდობილ, საიდუმლოს გაუმარჯოს.
  • ეს იმ კაცს გაუმარჯოს ვინც ჩვენში ცუდს დაინახავს წავა და სხვაგან ჩვენზე კარგზე ილაპარაკებს.
  • ეს იმ კოცნას გაუმარჯოს, როდესაც დედა ახალშობილს აკოცებს და ის ამას ვერ გაიგებს, ეს იმ კოცნას გაუმარჯოს როდესაც სამარის კართან მიციებულ დედას შვილი აკოცებს და ის ამას ვერ გაიგებს.
  • იმ ადამიანს გაუმარჯოს რომელიც გაივლის ტალახში ფოთოლს ნახავს აიღებს გაწმენდს და არ დააყვედრებს ტალახში ნაპოვი ხარო.
  • ორ ძმაკაცს უყვარდა ერთი გოგო, ამ გოგომ უთხრა ძმაკაცებს, ვინც მყინვარზე ავა და სამი დღე-ღამე გაძლებს მისი შეყვარებული გავხდებიოო... ერთი ძმაკაცი წავიდა მყინვარზე და პირველ დღეს რომ შესცივდა, დაინახა ცეცხლი და გათბა. მეორე დღესაც დახვდა ცეცხლი და გათბა, ასევე მესამე დღესაც. ჩამოვიდა და გოგოს უთხრა, გავძელი სამი დღე და მე უნდა გავხდე შენი შეყვარებულიო, ამ გოგომ თანხმობა მისცა. - შემდეგ ამ ბიჭმა კითხა გოგოს თუ სად იყო მისი ძმაკაცი, გოგომ უპასუხა. შენ პირველ დღეს რომ შეგცივდა, შენმა ძმაკაცმა შეშა მოაგროვა და ცეცხლი დაგინთო. მეორე დღეს - შეშა რომ ვეღარ ნახა ტანსაცმელი გაიხადა და ცეცხლი დაანთო, მესამე დღეს კი როდესაც ვეღარც შეშა იშოვა და აღარც ტანსაცმელი აღარ ქონდა თავი დაიწვა, მოდი ისეთ ძმაკაცს გაუმარჯოს ძმაკაცისთვის თავს რომ გაწირავს.
  • ცის მშვენება არწივს, წყლის მშვენება ორაგულს, კლდის მშვენება ჯიხვს, ტყის მშვენება ირემსდა სუფრის მშვენება მანდილოსანს გაუმარჯოს.