მორიგი აღმოჩენა დმანისში: "ამას შეუძლია დიდი ინფორმაცია მოგვაწოდოს კაცობრიობის შესახებ“ - რას წერს Reuters-ი? | Allnews.Ge

მორიგი აღმოჩენა დმანისში: "ამას შეუძლია დიდი ინფორმაცია მოგვაწოდოს კაცობრიობის შესახებ“ - რას წერს Reuters-ი?

“არ­ქე­ო­ლო­გებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში 1,8 მი­ლი­ო­ნი წლის წი­ნან­დე­ლი ყბის ძვა­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ად­რე­ულ სა­ხე­ო­ბას ეკუთ­ვნის", - ამის შე­სა­ხებ Reuters წერს და ექ­სპე­დი­ცი­ის დე­ტა­ლებს ჰყვე­ბა.

დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ქვე­მო ოროზ­მან­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ძვა­ლი ჰო­მი­ნი­დებს (პირ­ველ­ყო­ფილ ადა­მი­ა­ნებს) ეკუთ­ვნის. არ­ქე­ო­ლო­გე­ბის თქმით, ეს ნა­თელს მოჰ­ფენს ევ­რა­ზი­ის კონ­ტი­ნენტზე პრე­ის­ტო­რი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ზო­გი­ერთ უძ­ვე­ლეს და­სახ­ლე­ბას.

arkeologebi-45621-1756445616.jpg

“ოროზ­მა­ნის ქარ­თუ­ლი ძეგლი, ორ ავ­ტო­სად­გომ­ზე პა­ტა­რაა, მაგ­რამ ის­ტო­რი­ით მდი­და­რი. ის გვთა­ვა­ზობს მი­ნიშ­ნე­ბებს Homo erectus-ის, მო­ნა­დი­რე-შემგრო­ვე­ბე­ლი სა­ხე­ო­ბის, შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც, მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, მიგ­რა­ცია და­ახ­ლო­ე­ბით ორი მი­ლი­ო­ნი წლის წინ და­ი­წყო,“ - წერს გა­მო­ცე­მა.

5-45712-1756445631.jpg

"ოროზ­მან­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ად­რე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი­სა და ნა­მარ­ხი ცხო­ვე­ლე­ბის ნაშ­თე­ბის შეს­წავ­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, გან­ვსა­ზღვროთ ევ­რა­ზი­ის პირ­ვე­ლი კო­ლო­ნის­ტე­ბის ცხოვ­რე­ბის წესი. ვფიქ­რობთ, ოროზ­მანს შე­უძ­ლია დიდი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­დოს კა­ცობ­რი­ო­ბის შე­სა­ხებ“, - გა­ნა­ცხა­და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქვის ხა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­ის პრო­ფე­სორ­მა გი­ორ­გი ბი­ძი­ნაშ­ვილ­მა. იხილეთ სრულად