ქართული ფილმი, რომელიც ოსკარზე საკონკურსოდ შეირჩა - რის შესახებაა "ანტიკვარიატი" და რა სკანდალი მოჰყვა ვენეციის კინოფესტივალზე? | Allnews.Ge

ქართული ფილმი, რომელიც ოსკარზე საკონკურსოდ შეირჩა - რის შესახებაა "ანტიკვარიატი" და რა სკანდალი მოჰყვა ვენეციის კინოფესტივალზე?

2025 წელს ოს­კა­რის რი­გით 97-ე ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­დან სა­კონ­კურ­სო ფილ­მი რე­ჟი­სორ რუ­სუ­დან გლურ­ჯი­ძის "ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტი" იქ­ნე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრი აქ­ვეყ­ნებს.

მა­თი­ვე, ფილ­მი. კი­ნო­ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზე­ბით დად­გე­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის მიერ ფა­რუ­ლი კენ­ჭისყ­რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ირ­ჩა."ხმე­ბი შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­და­ნა­წილ­და: ჟი­უ­რის ოთხმა წევ­რმა ხმა დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლის ფილმ "აპ­რილს” მის­ცა, ხოლო ხუთი ხმით კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რუ­სუ­დან გლურ­ჯი­ძის ფილ­მი გახ­და.

სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­დან "ოს­კარ­ზე“ წარ­სად­გე­ნი ფილ­მი შე­არ­ჩია, და­კომ­პლექტდა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტით და მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ: ზაზა შა­თი­რიშ­ვი­ლი (კულ­ტუ­რი­სა და კი­ნოს მკვლე­ვა­რი), ვლა­დი­მერ კა­ჭა­რა­ვა (პრო­დი­უ­სე­რი), ედ­მონდ მი­ნაშ­ვი­ლი (პრო­დი­უ­სე­რი), ლე­ვან გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი (ფი­ლო­სო­ფო­სი), ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ია (კი­ნომ­ხატ­ვა­რი), ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძე (პრო­დი­უ­სე­რი), გი­ორ­გი ჭუმ­ბუ­რი­ძე (რე­ჟი­სო­რი), ბა­ჩა­ნა ოდი­შა­რია (კი­ნო­ცენ­ტრის ფილმწარ­მო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი) და გი­ორ­გი ცხვე­დი­ა­ნი (კი­ნო­ცენ­ტრის კი­ნო­ექ­სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის უმ­ცრო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი)", - ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

the-antique-38796-1726211071.jpeg

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი აპ­რო­ტეს­ტებს, რად­გან მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დათ, რომ ოს­კარ­ზე სა­კონ­კურ­სოდ დეა კუ­ლუმ­ბე­გაშ­ვი­ლის ფილ­მი გა­იგ­ზავ­ნე­ბო­და, მით უფრო იმ ფონ­ზე, რომ კი­ნო­სუ­რათ­მა ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია და ჟი­უ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზიც მი­ი­ღო.

რა ვი­ცით რუ­სუ­დან გლურ­ჯი­ძის "ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის" შე­სა­ხებ?IMDB-ის ბი­ხედ­ვით, ფილ­მი მოგ­ვი­თხრობს ქარ­თვე­ლი კონ­ტრა­ბან­დის­ტის, ლა­დოს ამ­ბავს, რო­მელ­საც სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ან­ტიკ­ვა­რე­ბი გა­და­აქვს. ან­ტიკ­ვა­რე­ბის სა­ხე­ლოს­ნო­ში კი ემიგ­რანტ მე­დე­ას ხვდე­ბა. მათი ცხოვ­რე­ბა კონ­ტრა­ბან­დის, გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლი­სა და ერ­თმა­ნეთ­თან კავ­ში­რის ფონ­ზე იკ­ვე­თე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის ცნო­ბით, ფილ­მი აღ­წერს 2006 წელს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ქარ­თველ­თა მა­სობ­რივ უკა­ნო­ნო დე­პორ­ტა­ცი­ას; ფილ­მი ასე­ვე მოგ­ვი­თხრობს ქარ­თვე­ლი მიგ­რან­ტე­ბის იმე­დებ­სა და მის­წრა­ფე­ბებ­ზე უც­ნობ სამ­ყა­რო­ში. იხილეთ სრულად