“ამოვიდა სრულიად ახალი, აქამდე უცნობი ფრაგმენტიც, მიიჩნევა, რომ მე-5-მე-6 საუკუნის მოზაიკაა და ჰგავს ბიჭვინთურს“ - უნიკალური აღმოჩენა პეტრას ციხეში | Allnews.Ge

“ამოვიდა სრულიად ახალი, აქამდე უცნობი ფრაგმენტიც, მიიჩნევა, რომ მე-5-მე-6 საუკუნის მოზაიკაა და ჰგავს ბიჭვინთურს“ - უნიკალური აღმოჩენა პეტრას ციხეში

“ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა უძ­ვე­ლე­სი მო­ზა­ი­კით გამ­დიდ­რდა. აჭა­რა­ში, პეტ­რას ცი­ხის სა­ე­პის­კო­პო­სო ტაძ­რის სა­კურ­თხე­ველ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ია­ტაკ­ზე და­გე­ბუ­ლი მო­ზა­ი­კის ფი­ლე­ბი“ , - ინ­ფორ­მა­ცი­ას და ფო­ტო­ებს გოგა ჩა­ნა­დი­რი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ფო­ტო­რა­ფი წერს, არ­სე­ბულ არ­ტე­ფაქ­ტებს თავ­და­პირ­ვე­ლად 1960- იან წლებ­ში მი­აკ­ვლი­ეს, თუმ­ცა დიდი ხნით ად­გი­ლი და­ი­ლუ­ქა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა და პო­ლო­ნე­თი­დან მოწ­ვე­ულ­მა ექ­სპერ­ტებ­მა სა­ო­ცა­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­ა­კე­თეს - მო­ზა­ი­კის ახა­ლი ფრაგ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მე-5-მე-6 სა­უ­კუ­ნის ნა­მუ­შევ­რად მი­იჩ­ნე­ვა.

befunky-collage-1-78417-1721632009.webp

“თავ­და­პირ­ვე­ლად, ნა­მუ­შე­ვარს არას­რუ­ლი სა­ხით 1960-იან წლებ­ში მი­აკ­ვლი­ეს, მას­ზე მუ­შა­ო­ბა კი შე­სა­ბა­მი­სი დრო­ის­თვის გა­და­დეს და მი­წით და­ხუ­რეს. სა­ბო­ლო­ოდ, აღ­მო­ჩე­ნა რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნათ გახ­სნეს და მისი გაწ­მენ­და და­ი­წყეს. ამო­ვი­და სრუ­ლი­ად ახა­ლი, აქამ­დე უც­ნო­ბი ფრაგ­მენ­ტიც.

452074829-3410248119275398-372777283623316554-n-78516-1721632020.jpg

სა­მუ­შა­ო­ებს აჭა­რის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და პო­ლო­ნე­თი­დან მოწ­ვე­უ­ლი ექ­სპერ­ტი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. გა­მო­სა­ხუ­ლია ვაზი და გაწ­მენ­დის შემ­დეგ უკვე კარ­გად იკი­თხე­ბა.

სა­ა­გენ­ტო მო­ზა­ი­კას პეტ­რას ცი­ხის მუ­ზე­უმ­ში გა­და­ი­ტანს და ყვე­ლას შე­ეძ­ლე­ბა ნახ­ვა. იხილეთ სრულად