"40-ჯერ მაინც გადავურჩი სიკვდილს" - საუკუნის მევიოლინეს რისკიანი ცხოვრება და გზა დიდ ტრიუმფამდე | Allnews.Ge

"40-ჯერ მაინც გადავურჩი სიკვდილს" - საუკუნის მევიოლინეს რისკიანი ცხოვრება და გზა დიდ ტრიუმფამდე

ქარ­თვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე, დი­რი­ჟო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო მუ­სი­კო­სი ლი­ა­ნა ისა­კა­ძე 77 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

3 წლის ლი­ა­ნა ისა­კა­ძე ვუნ­დერ­კინ­დად აღი­ა­რეს. ის მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა გა­მო­ცე­მა­შია შეყ­ვა­ნი­ლი, სა­დაც სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო მე­ვი­ო­ლი­ნე­ე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა. მუ­სი­კო­სის სა­ინ­ტე­რე­სოდ და ნა­ყო­ფი­ე­რად გან­ვლი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა დროს არა­ერ­თხელ გა­მო­ცე­მას­თან უსა­უბ­რია.გთა­ვა­ზობთ მისი ამა თუ იმ ინ­ტერ­ვი­უ­დან ეპი­ზო­დებს, რაც ლი­ა­ნა ისა­კა­ძის გან­ვლილ გზას გაგ­ვახ­სე­ნებს.

"მუ­სი­კა არის ჩემი ცხოვ­რე­ბა და მუ­სი­კა არის ღმერ­თი. თუ ვინ­მეს აქვს ამის ნიჭი, ეს არის ღმერ­თის მო­ცე­მუ­ლი და მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ მგო­ნი, ეს ნიჭი მეც მაქვს... ბავ­შვო­ბი­დან ვუნ­დერ­კინდს მე­ძახ­დნენ, მაგ­რამ მე არ მე­გო­ნა ჩემი თავი ვუნ­დერ­კინ­დი. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ვოც­ნე­ბობ­დი, გა­მე­მარ­თლე­ბი­ნა ხალ­ხის მიერ მო­ნი­ჭე­ბუ­ლი ეს წო­დე­ბა და ჩემი დაკ­ვრით მათ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­მე­ნი­ჭე­ბი­ნა... სა­ერ­თოდ, როცა მა­ქე­ბენ, სა­დაც არ უნდა ვიყო, მე ხომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ვუკ­რავ, მგო­ნია, რომ აჭარ­ბე­ბენ... უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვარ, რომ ქარ­თველ ხალ­ხს ასე ვუყ­ვარ­ვარ, მად­ლი­ე­რე­ბა მინ­და, გა­მო­ვუ­ხა­ტო მათ ამის­თვის. ჩემ მი­მართ დიდ სიყ­ვა­რულს იჩე­ნენ. ამ დროს მარ­ტო ტი­რი­ლი შე­მიძ­ლია და მეტი არა­ფე­რი,“ - აღ­ნიშ­ნავ­და ხოლ­მე ლი­ა­ნა ისა­კა­ძე.

10 წლის ასაკ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე ცნო­ბი­ლი იყო. იმ დროს ბა­ქო­ში სა­ბავ­შვო კონ­კურ­სზე გა­ემ­გზავ­რა და გა­ი­მარ­ჯვა.14 წლი­სა მე­ო­რედ გა­უშ­ვეს სა­კავ­ში­რო კონ­კურ­სზე, სა­დაც და­ვით ოის­ტრა­ხი ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე იყო. ოის­ტრახ­მა თქვა, - ეს გო­გო­ნა უნდა წა­მო­ვიყ­ვა­ნოთ მოს­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში. არა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში, მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში, კი­დევ ერთი წელი უნდა ეს­წავ­ლა. ერთი წლით ადრე მო­უ­წია მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბა და მოს­კოვ­ში გა­დას­ვლა. დე­დაც თან გაჰ­ყვა...

385fd389-e895-44a4-97f1-63ed7bc1dd17-39297-1720250635.jpeg

"მას­წავ­ლებ­ლის, ლეო ში­უ­კაშ­ვი­ლის პა­ტი­ოს­ნე­ბა ის იყო, რომ ჩემს მოს­კოვ­ში წაყ­ვა­ნას არ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა, არ თქვა, ეს ბავ­შვი ჩემი გაზ­რდი­ლია და სად მიგ­ყავთ? მან ნება დარ­თო,“ - იხ­სე­ნებ­და მუ­სი­კო­სი.

სა­ნამ მოს­კოვ­ში წა­ვი­დო­და, თბი­ლის­ში, ვინც კი ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი ჩა­მო­დი­ო­და, პა­ტა­რა ლი­ა­ნას შეს­რუ­ლე­ბას ას­მე­ნი­ნებ­დნენ. ვან კლი­ბერნ­მა რომ მო­უს­მი­ნა და მისი შეს­რუ­ლე­ბით აღ­ფრთო­ვან­და.

"მუხ­ლებ­ზე და­მის­ვა, ჩა­მი­ხუ­ტა, და­მი­წე­რა ბევ­რი ავ­ტოგ­რა­ფი. ასე რომ, ბავ­შვო­ბი­დან უკვე გან­სა­ზღვრუ­ლი იყო, რომ მუ­სი­კო­სი ვიქ­ნე­ბო­დი... ისიც სას­წა­უ­ლი იყო, რომ 3 წლის ასაკ­ში უკვე მუ­სი­კას ვწერ­დი: რო­ი­ალ­თან მი­ვი­დო­დი და მე­ლო­დი­ას ვქმნი­დი. არა­ვის უს­წავ­ლე­ბია, მი­ვი­დო­დი და ვუკ­რავ­დი. ჩემი ძმა, ელ­და­რი, ვი­ო­ლი­ნოს რომ უკ­რავ­და, მისი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის მოს­მე­ნა მიყ­ვარ­და, მაგ­რამ უფ­ლე­ბა არ მქონ­და, იქვე ვმჯდა­რი­ყა­ვი. ამი­ტომ რო­ი­ა­ლის ქვეშ შევ­ძვრე­ბო­დი და ასე ვუს­მენ­დი,“ - ჰყვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნა ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მელ­მაც დე­დის მო­ნა­ყო­ლი­დან იცო­და, რომ და­ბა­დე­ბი­დან პირ­ვე­ლი სი­ტყვა "დედა" კი არა, ნამ­ღე­რი იყო... შვი­დი წლის რომ გახ­და, მშობ­ლებ­მა მისი მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში შე­ეყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტეს, რად­გან რო­ი­ალ­ზე დაკ­ვრა თა­ვი­სით ის­წავ­ლა. იხილეთ სრულად

myquiz