94 წლის ხელოვანი, რომელმაც ქარგვა 91 წლის ასაკში დაიწყო- პანდემიის დროს გამოღვიძებული გატაცება | Allnews.Ge

94 წლის ხელოვანი, რომელმაც ქარგვა 91 წლის ასაკში დაიწყო- პანდემიის დროს გამოღვიძებული გატაცება

როგორც თავად იხსენებს მრავალი წლის წინ, 13 წლის ასაკში ქალბატონ მერის ქარგვა უცხოელმა ქალბატონმა ასწავლა.

ხელსაქმის დიდი სიყვარულის მიუხედავად სწავლისა და მოგვიანებით სამსახურის გამო წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა საყვარელი საქმისთვის დროის დათმობას (ექიმ-გინეკოლოგმა მერი რუხაძემ პროფესიით 55 წელი იმუშავა).

meri-ruxaze-xundaze-dastan-roza-ruxaze-znelazestan-ertad-1712036839.jpg

მერი რუხაძე დასთან როზა რუხაძე-ძნელაძესთან ერთად

91 წლის ასაკში, პანდემიის დროს, ქალბატონმა მერიმ ბავშვობის გატაცება - ქარგვა გაიხსენა და შვილიშვილისთვის საჩუქრად პირველი ნამუშევარი შექმნა... შემდეგ მეორე შვილიშვილის გასახარებლად ახალ ნამუშევარზე მუშაობა დაიწყო და დღეს, 94 წლის ასაკში 300-მდე ნამუშევრის ავტორია...

meri-ruxaze-1712036871.jpg

ხელოვანის ინსპირაციის წყაროდ ხშირად: მოგონებები, ემოციები და იმჟამინდელი განცდები იქცევა ხოლმე. თავად ქმნის ნამუშევრების ესკიზებსაც...

ქალბატონი მერის ნაქარგებში ხშირად გვხვდება მცენარეულ მოტივებით შექმნილი კომპოზიციები, ზღაპრული ჩიტებისა თუ სხვა გამოსახულებები... ნამუშევრები ფერთა სიუხვით, ფაქიზი შეხამებითა და შესრულების დახვეწილი მანერით გამოირჩევა.

179153552-3921102464652456-7202716414031193864-n-1712036890.jpg

სწორედ ამ მეტად ცოცხალი და ჟღერადი ფერთა გამით იქმნება 94 წლის ხელოვანის ნამუშევრებში ჯადოსნური სამყარო და მათში „ჩაქარგული“ ემოციები ცოცხლდება... თითოეულ ნამუშევარში ხელოვანის დახვეწილი გემოვნება იგრძნობა.

179136900-3921102237985812-5927603943434042404-n-1712036908.jpg

დღესდღეობით, ხელოვანის ოჯახში, მის ნამუშევრებთან ერთად, მისი დედამთილის დომინიკა კალანდაძე-ხუნდაძისა (ნამუშევრები შექმნილია XX საუკუნის პირველ ნახევარში) და ქალბატონი მერის ქალიშვილების ხათუნა ხუნდაძისა და მანანა ხუნდაძე-ლემანის ასობით ნამუშევარი ინახება.

178521541-3921102351319134-244109118054455195-n-1712036920.jpg

ამჟამად ქალბატონი მერი პირველი პერსონალური გამოფენისთვის ემზადება, სადაც მის მიერ შექმნილ ნამუშევრებთან ერთად დამთვალიერებელს საშუალება ექნება მისი ოჯახის წევრების ნამუშევრებიც იხილოს.

meri-ruxadzis-qalishvili-xatuna-xundadze-1712036932.jpg

ფოტოზე: ხათუნა ხუნდაძე

614797b3-ad33-4de4-a484-b0d22063f890-1712047483.jpg

ფოტოზე: მანანა ხუნდაძე-ლემანი

22e6bb7c-1368-4c5c-b46a-fa5344f3f548-1712047546.jpg

ფოტოზე: ვალერიან ხუნდაძე, მედეა ხუნდაძე მამალაძე, მურმან ხუნდაძე, დომინიკა კალანდაძე

ავტორი: ნინო ბარნაბიშვილი

myquiz