"უამრავი თოჯინა მაქვს შექმნილი, ისინი “საქართველოსა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში "ცხოვრობენ"- ასურეთელი მეთოჯინე
დღეს ქართველი მეთოჯინე ქეთევან ოთარაშვილი უნდა გაგაცნოთ. "ყველა ახალი თოჯინა წინაზე მეტად მიყვარს" - ამბობს ქალბატონი ქეთევანი და საკუთარი ცხოვრების ამბავს გვიყვება.
- ქალბატონო ქეთევან, გვიამბეთ თქვენს შესახებ…
- მე ვარ ქეთევან ოთარაშვილი, 54 წლის. ვარ თვითნასწავლი მეთოჯინე. დავიბადე თიანეთში, ამჟამად ვცხოვრობ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ასურეთში. დამთავრებული მაქვს მოსე თოიძის სახ. სამხატვრო სასწავლებელი. მთელი ცხოვრება ვხატავდი, ვქსოვდი, ვკერავდი, ვაკეთებდი სამკაულებს და სხვადასხვა აქსესუარებს. მიმაჩნია, რომ ეს გენეტიკურად გადმომეცა, რადგან ჩემი მშობლები და წინაპრები გამორჩეული იყვნენ ხელსაქმის სიყვარულით.
- გვაინტერესებს, რა არის თქვენი ძირითადი საქმიანობა და საიდან წამოვიდა თოჯინების დამზადების იდეა?
- ამჟამად სახლში ვმუშაობ და ჩემს საქმეს ინტერნეტით ვუკეთებ რეალიზებას. თოჯინების დამზადება დავიწყე 90-იან წლებში. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და იმ ბნელ პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ეს საქმე. ძირითადად ვმუშაობდი ღამე, ლამპის შუქზე და მიუხედავად ყველაფრისა, ეს პერიოდი სასიამოვნო მოგონებად დარჩა მეხსიერებაში. პირველი თოჯინები ასეთი სრულყოფილი არ ყოფილა, მაგრამ ეს საქმე განვაახლე 2014 წელს, ინტერნეტმა მომცა საშუალება, ბევრი რამ მესწავლა სრულიად უფასოდ. თავიდან ვბაძავდი სხვა მეთოჯინეებს, შემდეგ ნელ-ნელა საკუთარი სტილით გავაგრძელე მუშაობა. უამრავი თოჯინა მაქვს შექმნილი და ისინი "ცხოვრობენ“ საქართველოსა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. იხილეთ სრულად