როგორ დაიწვა ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთადერთი ფოტო და როგორ გამოიყურებოდა რეალურად დიდი პოეტი? | Allnews.Ge

როგორ დაიწვა ნიკოლოზ ბარათაშვილის ერთადერთი ფოტო და როგორ გამოიყურებოდა რეალურად დიდი პოეტი?

4 დეკემბერი, ქართული რომანტიზმის ფუძემდებლის და მწვერვალის, ევროპეიზმის შემომტანის ქართულ პოეზიაში, ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა. დღეს მის გენიალურ პოეზიაზე არ გვექნება საუბარი, არამედ მის სავარაუდო გარეგნობაზე. მაინც როგორ გამოიყურებოდა პოეტი?

წლების განმავლობაში პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის გარეგნობა აღიქმებოდა ლადო გუდიაშვილის პორტრეტით, მხატვრის ფანტაზიის ნაყოფით, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, კოჭლობის გარდა დიდი პოეტი არც გარეგნობით გამოირჩეოდა.

ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების შემდეგ მის დებთან პოეტის დაგეროტიპი (ფოტოგრაფირების ძველი ხერხი) ინახებოდა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ წამოიღო და თბილისელ ფოტოგრაფს გადასცა გასამრავლებად, მაგრამ სამწუხაროდ სწორედ იმ დღეებში ხანძარი გაჩნდა, ეს ფოტო ატელი დაიწვა და ბარათაშვილის სურათიც შეიწირა.

გიორგი თუმანიშვილმა სცადა სურათი თავისი მამის, მიხეილ თუმანიშვილის არქივში მოეძებნა. მან იპოვა ნახევარი თაბახის სქელი თეთრი ქაღალდი, რომელზეც ორი მამაკაცი იყო გამოსახული, ხელით მიწერილი ჰქონდა ინიციალები–“НБ.” პოეტის თანამედროვეებმა სცნეს, რომ იგი ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი იყო, მაგრამ “არცთუ ისე მოსწრებული.”

202312041155586227-1701679154.jpg

მოსე თოიძე წერს, რომ ბარბარეს ამ ესკიზში თავისი ძმა უცვნია, მიუხედავად პოეტთან მისი მცირე მსგავსებისა ამ ჩანახატს მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და ამჟამად საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. პოეტის პორტრეტის აღდგენის იდეა გაჩნდა 1901 წელს, როდესაც ტარასი მომცემლიძემ დახატა“ჯგუფი ქართველ მწერალთა”.მასში ნიკოლოზი არ იყო.

202312041158036227-1701679184.jpg

ამ დროს ამ საქმით დაინტერესებულა ზაქარია ჭიჭინაძე და გადაუწყვეტია პოეტის დის, სოფიოს პორტრეტიდან მგოსნის სახის აღდგენა, იგი ეყრდნობოდა დიმიტრი ყიფიანის შვილის - კოტეს მოგონებას: “სოფიო, ძალიან ჰგავდა თავის ძმას ნიკოს, ისე, რომ სოფიოს ულვაშები რომ დაეხატა ტუჩებზე, ვერ გაარკვევდით ეს მართლა სოფიო არის, თუ ნიკო ბარათაშვილი.”ვინაიდან სოფიო ვერ დაითანხმეს, რომ ვაჟად გადაცმულს სურათი გადაეღო, ზაქარია ჭიჭინაძემ გამონახა სოფიოს სურათი და ცდილობდა, ამ პორტრეტიდან შეექმნა პოეტის სახე მაგრამ საზოგადოებისთვის ეს პორტრეტი მიუღებელი აღმოჩნდა. იხილეთ სრულად