საიდუმლო დამწერლობა ქალებისთვის, რომელიც მამაკაცებისთვის უცნობი იყო - როდის და რატომ შეიქმნა ნუშუ?
ნუშუ - ჩინური დამწერლობის 400 წლის წინ შექმნილი ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც "მხოლოდ ქალების დამწერლობასაც“ უწოდებენ. მრავალი მკვლევარი ჯერ კიდევ ცდილობს გაარკვიოს, საიდან იღებს ეს იდუმალებით მოცული პროცესი სათავეს. როგორც ამბობენ, თავდაპირველად ქალები ნაცარზე ხის ტოტით ცდილობდნენ წერას, შემდგომ მარაოებზე წერდნენ და ცხვირსახოცებზე ქარგავდნენ საკუთარ ფიქრებსა და განცდებს.
როგორც ცნობილია, დამწერლობას მე-19 და მე-20 საუკუნეებში, ჩინეთის პროვინცია ჰუნანის მკვიდრი ქალების მცირე ნაწილი იყენებდა ავტობიოგრაფიების, მოთხრობებისა და წერილების დასაწერად. ნუშუს მოხდენილი, ფონეტიკური ანბანი დედიდან ქალიშვილზე მემკვიდრეობით გადადიოდა.
სკიდმორის კოლეჯის პროფესორი კეტი სილბერი ნუშუს 1980 წლიდან სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ “საიდუმლო დამწერლობის” იდეა ნამდვილად სენსაციურია, იგი ამბობს, რომ დროთა განმავლობაში მამაკაცების ნაწილმაც ისწავლა ეს დამწერლობა...
მიუხედავად ამისა, ერში, სადაც ქალებს ისტორიულად აკრძალული ჰქონდათ წერა-კითხვის ხელმისაწვდომობა, ნუშუ ნამდვილი შვება იყო.
ეს საშუალებას აძლევდა ქალებს საკუთარი სიტყვებით ეთქვათ თავისი ისტორიები. სწორედ ეს ვერსია მოიაზრება ნუშუს გაჩენის მთავარ მიზეზად.
"დამალული წერილები“
"იმისთვის, რომ ერთმანეთისთვის იმედი მიეცათ, მათ შექმნეს დამწერლობა, რომელიც მამაკაცებს არ ესმოდათ. ეს არის ისტორია, რომელსაც ჩინელების უმეტესობა არ იცნობს", - ამბობს კინორეჟისორი ვიოლეტ დუ ფენგი, რომელმაც ნუშუს შესახებ დოკუმენტური ფილმი "დამალული წერილები“ გადაიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ნუშუ ინახება როგორც კულტურული არტეფაქტი, ის ბევრად მეტს ნიშნავდა მისი პრაქტიკოსებისთვის - და მისი როლი დღესაც მნიშვნელოვანია. ეს იყო საშუალება, რომელიც ქალებს ერთმანეთის მიმართ ნდობას ასწავლიდა, ასევე ჰქონოდათ საკუთარი სივრცე. იხილეთ სრულად