მეცნიერების მტკიცებით, 15 000 წლის წინ ევროპაში კანიბალიზმი გავრცელებული იყო- რა წერია უახლეს კვლევაში? | Allnews.Ge

მეცნიერების მტკიცებით, 15 000 წლის წინ ევროპაში კანიბალიზმი გავრცელებული იყო- რა წერია უახლეს კვლევაში?

მკვლევარების თქმით, 15 000 წლის წინ ევროპის სხვადასხვა ნაწილში კანიბალიზმი, როგორც ერთგვარი სამგლოვიარო პრაქტიკის ნაწილი გავრცელებული იყო. ეს მეცნიერებმა არქეოლოგიური და გენეტიკური მასალის ანალიზის გზით დაასკვნეს.

სპეციალისტებმა მიაგნეს ადამიანთა ნაშთებს, რომლებზეც ღეჭვის კვალია დატოვებული. ძვლებზე კი შემორჩენილია ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ მისზე ხელოვნურად ზემოქმედებდნენ, რათა იარაღი მიეღოთ. ეს ყველაფერი მადლენის კულტურას უკავშირდება, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში სწორედ 15 000 წლის წინ, ზედა პალეოლითის გვიანდელ პერიოდში არსებობდა.

cannibals-europe-goughs-cave-skulls-full-widthjpgthumb1160-1696579581.1160_651ec39a5671f.jpg

როგორც ცნობილია, მადლენის ხალხი მოგვიანებით ეპიგრავეტულმა ჯგუფებმა განდევნეს, რომლებიც დაღუპულებს მარხავდნენ. შესაბამისად, პოპულაციების ცვლილების პარალელურად, კანიბალიზმიც სტანდარტულმა დაკრძალვამ ჩაანაცვლა.

myquiz