"ვამაყობ, რომ შოუ დედაჩემმა გახსნა... ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენებაზე არ მიმიწვიეს" - როგორ გამოეხმაურა გურამ გვასალია Balenciaga - ს ჩვენებას | Allnews.Ge

"ვამაყობ, რომ შოუ დედაჩემმა გახსნა... ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენებაზე არ მიმიწვიეს" - როგორ გამოეხმაურა გურამ გვასალია Balenciaga - ს ჩვენებას

პა­რიზ­ში გა­მარ­თულ Balenciaga-ს ჩვე­ნე­ბას დემ­ნა გვა­სა­ლი­ას ძმა, გუ­რამ გვა­სა­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა. "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში გუ­რამ გვა­სა­ლია აღ­ნიშ­ნავს, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შო­უ­ზე მიწ­ვე­უ­ლი არ იყო, დე­დით ძა­ლი­ან ამა­ყობს:

"ვა­მა­ყობ, რომ Balenciaga-ს შოუ დე­და­ჩემ­მა გახ­სნა. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვე­ნე­ბა­ზე არ მი­მიწ­ვი­ეს. ვლო­ცუ­ლობ ჩემი ძმის სუ­ლის­თვის. ღმერ­თმა და­ლო­ცოს იგი" - წერს გუ­რამ გვა­სა­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ბოლო პე­რი­ოდ­ში, ძმებს შო­რის და­პირსპი­რე­ბა მო­დის სამ­ყა­რო­ში გან­ხილ­ვის მთა­ვარ თე­მად იქცა. "რო­გორც ჩანს, Vetements-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, 37 წლის გუ­რამ გვა­სა­ლია გრძნობს, რომ თა­ვი­სი ძმის, დემ­ნას ჩრდილ­ში ცხოვ­რობს", - წერს მე­დია.

"დემ­ნა ჩემ­ზე ექ­ვსი წლით უფ­რო­სია, როცა მე მე­ო­რე კლას­ში ვი­ყა­ვი, ის მერ­ვე­ში იყო. ჩემ­ზე ადრე მი­ი­ღო ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მაგ­რამ თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, სად ვარ მე დღეს და სად იყო ჩემი ძმა ჩემს ასაკ­ში, ვფიქ­რობ, რომ მე მას­ზე ბევ­რად უფრო წინ ვარ“, - ამ­ბობ­და გუ­რა­მი New Your Times-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

cr2-gettyimages-627859388-71343-1696234084.jpg

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს Balenciaga-მ პა­რიზ­ში მო­რი­გი შოუ გა­მარ­თა. ფრან­გუ­ლი მო­დის სახ­ლის კრე­ა­ტი­ულ­მა დი­რექ­ტორ­მა, დემ­ნამ 2024 წლის გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცია წა­რად­გი­ნა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ შოუ გახ­სნა დემ­ნას დე­დამ, ხოლო და­ხუ­რა დემ­ნას ქმარ­მა, მუ­სი­კოს­მა ლო­იკ­მა, რო­მელ­საც სა­ქორ­წი­ლო კაბა ეცვა.

გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რა­დღე­ბას იპყრობ­და მუ­სი­კა და ად­გი­ლი, სა­დაც კო­ლექ­ცია წა­რად­გი­ნა. ეს იყო სცე­ნა, ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა მუ­სი­კას, მას­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლად ლო­იკ­მა იმუ­შა­ვა ტექსტს იზა­ბელ იუ­პე­რი კი­თხუ­ლობ­და.

myquiz