"სა­თა­ნა­დოდ არ და­მი­ფას­და თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რის მო­ხატ­ვა" - რაზე წუხს მხატვარი მალხაზ სულაბერიძე? | Allnews.Ge

"სა­თა­ნა­დოდ არ და­მი­ფას­და თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რის მო­ხატ­ვა" - რაზე წუხს მხატვარი მალხაზ სულაბერიძე?

"ხატ­ვა ად­რე­ულ ასაკ­ში და­ვი­წყე, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა ჩემ­თა­ნაა და მე ხე­ლოვ­ნე­ბას­თან" - ამ­ბობს მხატ­ვა­რი მალ­ხაზ სუ­ლა­ბე­რი­ძე. იგი თვლის, რომ მისი შე­მოქ­მე­დე­ბა არ და­ა­ფა­სეს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, აპი­რებს სულ ხე­ლოვ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­როს...

- სა­თა­ნა­დოდ არ და­მი­ფას­და თო­ჯი­ნე­ბის თე­ატ­რის მო­ხატ­ვა, ასე ჩათ­ვა­ლეს სა­ჭი­როდ. არა­ვინ იცის ჩემი მო­ხა­ტუ­ლი რომ არის, თუ ში­ნა­უ­რუ­ლად მე არ ვი­ტყვი ვინ­მეს... ჯერ პირ­ვე­ლად ორი თვე, შემ­დე­გი ოთხი თვე ვი­მუ­შა­ვე. მთე­ლი ჩემი გული და ენერ­გია ჩავ­დე, ბავ­შვე­ბი რომ გა­მე­ხა­რე­ბი­ნა და ასეც არის. მო­მა­ვალ თა­ო­ბას და­უ­ტო­ვე, რაც შევ­ძე­ლი. მახ­სოვს ჩემი შვი­ლი, ჩემი თამ­რი რო­გორ ელო­დე­ბო­და რომ გა­მე­ხა­რე­ბი­ნა... ეს­კი­ზე­ბის გა­რე­შეა გა­კე­თე­ბუ­ლი ექ­სპრომ­ტად, მე სულ ასე ვქმნი.

teatri-69286-1695534811.jpg

არ უნ­დო­დათ ჩემი წარ­მო­ჩე­ნა, სა­ერ­თოდ ამ­ხე­ლა ნაშ­რომს ავ­ტო­რი თუ ჰყავს. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის, ნაშ­რო­მის არ და­ფა­სე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა ეს ჩა­ით­ვა­ლოს ჩვე­უ­ლებ­რივ რე­მონ­ტად... ახა­ლი დარ­ბა­ზის გახ­სნა­ზე, პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე არც კი და­მი­ძა­ხეს... უბ­რა­ლოდ ია­მა­ყე, რომ თე­ატ­რში შენი მხატ­ვრო­ბა არი­სო. პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნი ვარ, როცა ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა იყო, რო­გორც ყვე­ლა პატ­რი­ო­ტი, გუ­ლან­თე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი მეც იქ ვი­დე­ქი ქვეყ­ნის გვერ­დით... ახლა კი ერ­თა­დერ­თი იმი­სი ძალა შემ­წევს, რომ დავ­რჩე ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, რაც გული მატ­კი­ნეს...

353ffc15-1720-4538-977e-ae91d4e8f003-69260-1695534828.jpg

- ხატ­ვა ად­რე­ულ ასაკ­ში და­ვი­წყე, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა ჩემ­თა­ნაა და მე ხე­ლოვ­ნე­ბას­თან...

და­ვი­ბა­დე ქა­ლაქ თბი­ლის­ში.. 24 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, სა­დაც გა­ი­მარ­თა პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი მხატ­ვრო­ბას­თან. 1992 წელს ჩა­ვი­რი­ცხე ია­კობ ნი­კო­ლა­ძის სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბელ­ში. სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 1995 წელს სწავ­ლა კულ­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტში გან­ვაგ­რძე... მა­სობ­რი­ვი სა­ნა­ხა­ო­ბის, მხატ­ვარ სცე­ნოგ­რა­ფის გან­ხრით სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად ვმოღ­ვა­წე­ობ­დი... 1997 წელს გა­ი­მარ­თა ჩემი მე­ო­რე პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა გა­ლე­რეა "ათი­ნათ­ში“ 2000 წელს კულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რე, სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შევ­რით თე­მა­ზე "ბე­რი­კა­ო­ბა.. იხილეთ სრულად

myquiz