არქეოლოგებმა ისრაელში ბიბლიური ადგილი აღმოაჩინეს, სადაც იესო ქრისტემ ბრმა განკურნა | Allnews.Ge

არქეოლოგებმა ისრაელში ბიბლიური ადგილი აღმოაჩინეს, სადაც იესო ქრისტემ ბრმა განკურნა

ის­რა­ელ­ში არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს ბიბ­ლი­უ­რი ად­გი­ლი, სა­დაც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, იესო ქრის­ტემ ბრმა გან­კურ­ნა. ნა­პოვ­ნია სი­ლო­ა­მის ემ­ბა­ზი, რო­მე­ლიც უდაბ­ნო­ში 2000 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში და­მარ­ხუ­ლი იყო. რო­გორც ბიბ­ლი­უ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, სწო­რედ სი­ლო­ა­მის ემ­ბაზ­თან გან­კურ­ნა იესო ქრის­ტემ უსი­ნათ­ლო.

ეს ად­გი­ლი ის­რა­ე­ლის სიძ­ვე­ლე­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის, ეროვ­ნუ­ლი პარ­კე­ბი­სა და და­ვი­თის ქა­ლა­ქის ფონ­დის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­თხრე­ბის დროს იპო­ვეს. ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, სი­ლო­ა­მის ემ­ბა­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­იხ­სნე­ბა.

377952538-250565944082664-2004414340082666403-n-44932-1694587878.jpg

"და­ვი­თის ქა­ლაქ­ში (ბიბ­ლი­უ­რი იე­რუ­სა­ლი­მის ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლი) მიმ­დი­ნა­რე გა­თხრე­ბი - გან­სა­კუთ­რე­ბით სი­ლო­ა­მის აუ­ზის და მომ­ლოც­ველ­თა გზის, ებ­რა­ე­ლე­ბი­სა და ქრის­ტი­ა­ნე­ბის იე­რუ­სა­ლიმ­თან თით­ქმის სა­მი­ა­თას­წლო­ვან კავ­შირ­ზე მი­უ­თი­თებს",- გა­ნუ­ცხა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა ზეევ ორენშტა­ინ­მა Fox News-ს.

სი­ლო­ა­მის აუზი და­ახ­ლო­ე­ბით 2700 წლის წინ, ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე VIII სა­უ­კუ­ნე­ში, მეფე ეზე­კი­ას მე­ფო­ბის დროს აშენ­და და ის იე­რუ­სა­ლი­მის წყლის სის­ტე­მის ნა­წი­ლი იყო. მშე­ნებ­ლებ­მა და­ვი­თის ქა­ლა­ქის ქვეშ 1750 ფუტი (534 მეტ­რი) სიგ­რძის გვი­რა­ბი გა­იყ­ვა­ნეს, რათა გიჰო­ნის წყა­რო­დან წყა­ლი ამო­ე­ტა­ნათ. იხილეთ სრულად

myquiz