თვითნასწავლი მხატვარი ხაშურიდან, რომელიც საოცრად რეალისტურ ნამუშევრებს ქმნის
თვითნასწავლმა მხატვარმა გიორგი ღამბარაშვილმა პანდემიის დროს, სიცხიანმა ტილო "ქლიავები“ შექმნა, რომელსაც სოციალურ ქსელში ძალიან დიდი აღფრთოვანება მოჰყვა... ვინაიდან გიორგი ღამბარაშვილს ძალიან ბევრი საინტერესო ნამუშევარი აქვს, თვითნასწავლ მხატვარს მის შემოქმედებაზე ვესაუბრეთ....
- თვითნასწავლი მხატვარი ვარ... დავიბადე ხაშურში 1989 წელს, ხატვა პატარაობიდან მიყვარდა, სულ ვხატავდი, დავდიოდი ხატვაზე შუქ-ჩრდილების უკეთ შესასწავლად... ეს ნიჭი გენეტიკური არ არის, ჩემი გვარიდან არავინაა მხატვარი. ვფიქრობ, უფლის ნება იყო, მე რომ ხატვის ნიჭი გამომყოლოდა, რაზეც უსაზღვრო მადლიერი ვარ... აქტიურად ხატვა 2012 წლიდან საღებავებით დავიწყე... მანამდე როგორც ვთქვი ბავშვობიდან მოყოლებული სულ ვხატავდი, ვსწავლობდი ხატწერას სამების კოლეჯში და ხის მხატვრულ დამუშავებას კოლეჯში - სპექტრი. თუმცა მივხვდი, რომ ჩემი ფერწერა იყო, მხოლოდ ფერწერას გავყევი ბოლომდე და ვემსახურები...
- ძირითადად რომელ ჟანრს ემსახურებით?
- მაქვს შექმნილი რეალისტური ნამუშევრები, ასევე მოდერნისტული იმპრესიონისტული და სურიალიზმი. ჯერ კიდევ ძიებაში ვარ და მიწევს სხვადასხვა ჟანრში მუშაობა, სიახლეების ძებნა...
- რომელმა დიდმა მხატვარმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული გავლენა?
- ვინაიდან მარინისტული ჟანრი მიყვარს, ჩემზე დიდი გავლენა აივაზოვსკიმ მოახდინა. ფერწერაში მისგან ბერი რამ ვისწავლე... ძალიან მიყვარს და მხიბლავს დიდი იმპრესიონისტებიც, როგორიცაა - მონე, რენუარი, ვან გოგი და ასე შემდეგ... იხილეთ სრულად