81 წლის ექიმი თუშეთიდან The Guardian-ის ფოტოობიექტივში მოხვდა | Allnews.Ge

81 წლის ექიმი თუშეთიდან The Guardian-ის ფოტოობიექტივში მოხვდა

81 წლის ირაკ­ლი ხვე­და­გუ­რი­ძე ერ­თა­დერ­თი ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ექი­მია სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რე­გი­ონ თუ­შეთ­ში, რო­მე­ლიც შემ­ცი­რე­ბულ თემს ემ­სა­ხუ­რე­ბა. მისი მთა­ვა­რი დამ­ხმა­რე თეთ­რი ცხე­ნი, სა­ხე­ლად - ბი­ჭო­ლაა, რომ­ლის წყა­ლო­ბით ზა­ფხულ­სა და ად­რე­ულ შე­მოდ­გო­მა­ზე ექი­მი თა­ვის პა­ცი­ენ­ტე­ბამ­დე მი­დის.

როცა თოვ­ლი მო­დის და ის საკ­მა­ოდ დი­დია ამ რე­გი­ონ­ში, ხვე­და­გუ­რი­ძე გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად არ­ყის ხის ფიც­რე­ბის­გან სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­მოჭ­რილ თხი­ლა­მუ­რებს იყე­ნებს.

გა­მო­ცე­მა The Guardian-მაექი­მის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას ვრცე­ლი ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი მი­უ­ძღვნა და 81 წლის ექი­მის პა­რა­ლე­ლუ­რად, თუ­შე­თის სა­უ­ცხოო სი­ლა­მა­ზე კი­დევ ერთხელ წარ­მო­ა­ჩი­ნა.

356807619-801229411534907-1472841619944192366-n-35161-1689925330.png

ირაკ­ლი ხვე­და­გუ­რი­ძე ფო­ტოგ­რაფ Tomer Ifrah-ის ობი­ექ­ტივ­ში მოხ­ვდა, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა დროს ისე­თი ცნო­ბი­ლი გა­მო­ცე­მე­ბის­თვის უმუ­შა­ვია, რო­გო­რე­ბიც არის - The New Yorker , Financial Times Weekend Magazine , British Journal of Photography , The Guardian , CNN და Bloomberg Businessweek Magazine და ა.შ.

ირაკ­ლი ხვე­და­გუ­რი­ძე სო­ფელ ბო­ჭორ­ნა­ში, სა­კუ­თა­რი სახ­ლის ვე­რან­და­ზე. მის უკან არის მისი თხი­ლა­მუ­რე­ბი, რომ­ლებ­საც დიდი თოვ­ლის დროს იყე­ნებს.

356808481-316743457445260-3798463535328907023-n-35732-1689925343.png

ცნო­ბი­სათ­ვის, ბო­ჭორ­ნა ყვე­ლა­ზე მა­ღალმთი­ა­ნი და­სახ­ლე­ბუ­ლი სო­ფე­ლია ევ­რო­პა­ში.იგი მუ­შა­ობს ახა­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ბო­ჭორ­ნა­ში, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი სახ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე მეტრში. იხილეთ სრულად

myquiz