"მალე წყალი სრულად დაფარავს ტაოს საფორტიფიკაციო სისტემის მშვენებას - კავკასიძეების ციხეს..." - ქალაქ იუსუფელთან ერთად ჩაძირული ქართული ისტორიული ძეგლები | Allnews.Ge

"მალე წყალი სრულად დაფარავს ტაოს საფორტიფიკაციო სისტემის მშვენებას - კავკასიძეების ციხეს..." - ქალაქ იუსუფელთან ერთად ჩაძირული ქართული ისტორიული ძეგლები

თურ­ქეთ­ში, ის­ტო­რი­ულ ტა­ო­ში ქა­ლა­ქი იუ­სუ­ფე­ლი და რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი ახ­ლა­ხან და­იტ­ბო­რა. ამ ის­ტო­რი­ულ­მა და­სახ­ლე­ბებ­მა არამ­ცთუ სა­უ­კუ­ნე­ებს, ათას­წლე­უ­ლებს გა­უძ­ლეს, დღეს კი მათი გაქ­რო­ბა არ­თვი­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში კაშხლე­ბის კას­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ის­ტო­რი­კო­სი ბუბა კუ­და­ვა ერთ-ერ­თია, რო­მელ­მაც დატ­ბორ­ვამ­დე და მე­რეც არა­ერ­თხელ მო­ი­ნა­ხუ­ლა ეს ად­გი­ლე­ბი და პარხლის მფლო­ბე­ლი კავ­კა­სი­ძე­ე­ბის ცი­ხის მთე­ლი კომ­პლექ­სი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად აღ­წე­რა. ბუბა კუ­და­ვა ambebi.ge-სთან ჩა­ძი­რუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლა­ქის - იუ­სუ­ფე­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს და წუ­ხი­ლით დას­ძენს, რომ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვა არც ერთი მხა­რის­თვის (თურ­ქუ­ლი და ქარ­თუ­ლი) პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი არ აღ­მოჩ­ნდა.

356553802-1309754696607806-408127416533563486-n-48292-1689587584.jpg

დატ­ბო­რი­ლი კავ­კა­სი­ძე­ე­ბის ციხე

"მაღ­ლა მთებ­ზე გა­იჭ­რა ახა­ლი გზე­ბი, აშენ­და გი­გან­ტუ­რი ხი­დე­ბი, გა­მო­იკ­ვე­თა გვი­რა­ბე­ბი, აშენ­და ახა­ლი ქა­ლა­ქი და სოფ­ლე­ბი, სა­კუთ­რივ კაშხლე­ბი... ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე კი რა ად­ვი­ლი იყო იმ ძეგ­ლე­ბის დე­მონ­ტა­ჟი და სხვა­გან გა­და­ტა­ნა, რო­მელ­თაც ჩა­ძირ­ვა ემუქ­რე­ბო­და (ეკ­ლე­სი­ე­ბის მა­ინც)... ამის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა არ­სე­ბობს თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში. სულ მცი­რე, მხატ­ვრო­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბის ჩა­მოხ­სნა და იმა­ვე რე­გი­ო­ნის რო­მე­ლი­მე ქა­ლა­ქის (არ­თვი­ნი, რიზე, ტრა­პი­ზო­ნი...) მუ­ზე­უმ­ში გა­და­ტა­ნა ხომ მა­ინც იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი? სამ­წუ­ხა­როდ, არ აღ­მოჩ­ნდა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვა არ­ცერ­თი მხა­რის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი“. ის­ტო­რი­კო­სი იუ­სუ­ფე­ლის ბოლო ბას­ტი­ო­ნის - კავ­კა­სი­ძე­ე­ბის შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ცი­ხის უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის მომსწრე და მნახ­ვე­ლია. ის ახ­ლაც ის­ტო­რი­ულ ტა­ო­ში იმ­ყო­ფე­ბა და ფო­ტო­მა­სა­ლა­საც ად­გი­ლი­დან გვაწ­ვდის.

ბუბა კუ­და­ვა:

"ტაო-კლარ­ჯე­თი თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქე­თის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ის­ტო­რი­უ­ლი რე­გი­ო­ნია. ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად პი­რო­ბი­თი ტერ­მი­ნია, რად­გან მას­ში, სა­კუთ­რივ ტა­ო­სა და კლარ­ჯე­თის გარ­და, მეს­ხე­თის უმ­თავ­რე­სი ნა­წი­ლი მო­ი­აზ­რე­ბა - ის, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს მიღ­მაა: შავ­შე­თი, სპე­რი, კოლა, არ­ტა­ა­ნი, ერუ­შე­თი, ჩრდი­ლი და სხვა, ასე­ვე - სამ­ცხის, ჯა­ვა­ხე­თი­სა და აჭა­რის თურ­ქეთ­ში მოქ­ცე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბი. ამ პრო­ვინ­ცი­ა­თა­გან ყვე­ლა­ზე დიდი ტაო გახ­ლავთ, სა­დაც დღეს რამ­დე­ნი­მე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრია. მათ­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო ქა­ლა­ქი იუ­სუ­ფე­ლი, რო­მე­ლიც ბოლო ათწლე­უ­ლებ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, რე­გი­ო­ნის ტუ­რის­ტულ ცენ­ტრა­დაც ჩა­მო­ყა­ლიბ­და. იუ­სუ­ფე­ლი XX სა­უ­კუ­ნე­ში წარ­მოქ­მნი­ლი ქა­ლა­ქია, მან მო­იც­ვა რამ­დე­ნი­მე ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სოფ­ლი­სა თუ უბ­ნის ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბიც დღემ­დე ახ­სოვთ: ვეჟან­გე­თი, სა­ფა­ნე­თი, კო­წა­ხუ­რა, ახალ­თა, ჰამ­ზე­თი, ჭალა... ამ­ჟა­მად ეს ად­გი­ლე­ბი და მთე­ლი ქა­ლა­ქი წყლის ქვე­შაა მოქ­ცე­უ­ლი, ახა­ლი იუ­სუ­ფე­ლი კი უწინ სრუ­ლი­ად და­უ­სახ­ლე­ბელ ად­გი­ლას, ახ­ლომ­დე­ბა­რე მა­ღა­ლი მთე­ბის ფერ­დო­ბებ­ზე გა­ა­შე­ნეს. 1990-იანი წლე­ბის მი­წუ­რუ­ლი­დან ჭო­რო­ხის ხე­ო­ბა­ში კაშხლე­ბის კას­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო. ჭო­როხ­სა და მის შე­ნა­კა­დებ­ზე არა­ერ­თი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი აშენ­და. წყლის და­გუ­ბე­ბას ის­ტო­რი­უ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბი, ხი­დე­ბი თუ ნა­ხი­დუ­რე­ბი, მცი­რე ზო­მის სა­თავ­დაც­ვო თუ სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბე­ბი შე­ე­წი­რა.

356802516-1772017299863358-6137598631020270918-n-48342-1689587607.jpg

ჭო­რო­ხის ხე­ო­ბა დატ­ბორ­ვამ­დე. ხედი კავ­კა­სი­ძე­ე­ბის ცი­ხი­დან. 2005 წელი

ქარ­თველ­თათ­ვის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი თურ­ქეთ­ში უდი­დე­სი - იუ­სუ­ფე­ლის კაშხლის (სი­მაღ­ლე - 270 მ) აგე­ბა გა­მოდ­გა, რო­მელ­მაც უკვე დატ­ბო­რა ორი დარ­ბა­ზუ­ლი ეკ­ლე­სია - ჰამ­ზე­თი­სა და ჭა­ლის (პირ­ველ მათ­განს ჩვენ­ში შეც­დო­მით ახალ­თის ეკ­ლე­სი­ა­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ), სულ მალე კი სრუ­ლად და­ფა­რავს ტაოს სა­ფორ­ტი­ფი­კა­ციო სის­ტე­მის მშვე­ნე­ბას - კავ­კა­სი­ძე­ე­ბის ცი­ხეს, იქ არ­სე­ბუ­ლი კოპ­წია ტაძ­რი­თურთ. სა­მი­ვე ეკ­ლე­სია, სა­ვა­რა­უ­დოდ, X-XI სა­უ­კუ­ნე­ებ­ში უნდა იყოს აგე­ბუ­ლი. ყვე­ლა მათ­გა­ნის ძი­რი­თა­დი კონ­სტრუქ­ცია შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყო. პე­რან­გშე­მო­ძარ­ცუ­ლი ჰამ­ზე­თი­სა (სა­ხელ­წო­დე­ბის თავ­და­პირ­ვე­ლი ფორ­მა ალ­ბათ სამ­ზე­თი იყო) და ჭა­ლის ტაძ­რე­ბი ამა­ვე და­სა­ხე­ლე­ბის უბ­ნებ­ში მდე­ბა­რე­ობ­და. იხილეთ სრულად

myquiz